“ტამანის ღმაწყლოვანი პორტი ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია”

“რუსეთში ტამანის ღმაწყლოვანი პორტი ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია”, – ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა და ტამანის პორტის გახსნას გამოეხმაურა.

მიქაუტაძე “ულოცავს” მთავრობას, რადგან მათი”ამოცანა” შესრულებულია, რადგან ანაკლიის პორტის კონკურენტი გაიხსნა.

„მინდა, საქართველოს მთავრობას მივულოცო რუსეთში ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულება, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, პირველი გემი ანაკლიაში წლის ბოლოს უნდა მიგვეღო.

ასევე, შევახსენებ მას, რომ რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების საშუალო წლიურმა ზრდამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30% შეადგინა და განახლდა ყველა ჩვენი მეზობლის საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: 2015 წელს ყაზახეთში აქტაუს პორტი დ 2017 წელს ახალი ნავსადგური კურიკიში, 2018 წელს კი თურქმენბაშის და აზერბაიჯანში ალიათის ახალი პორტები აშენდა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს.

მიქაუტაძის თქმით, შემდეგი მთავრობა „ლელოს“ სახით ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აუცილებლად ააშენებს.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა, ისტორიაში შესულიყო ანაკლიის სტრატეგიული პროექტის შემსრულებლად, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ შეძლო, კომუნისტებიდან მოყოლებული. მანაც ეს საქმე საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცა. არაუშავს, შემდეგი მთავრობა „ლელოს“ სახით აუცილებლად ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და საქართველოს რეალურად აქცევს რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ცენტრად“ , – აცხადებს მიქაუტაძე.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.