“ტატუნაშვილის მიმართ იყო ძალა გამოყენებული და ეს დასტურდება…” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლები ხელოვნურად აჭიანურებენ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესს.

“ტატუნაშვილის მიმართ იყო ძალა გამოყენებული და ეს ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციითაც დასტურდება. ვერსია, რომ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდა და დივერსიას გეგმავდა, არის თითიდან გამოწოვილი და ალოგიკური ე.წ. ბრალდება. ვიცით და ოჯახიც ამას ადასტურებს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში გადადიოდა ახალგორში და რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონია.

სამწუხაროდ, ტატუნაშვილი არაა პირველი, ვინც ამ რეჟიმს ემსხვერპლა.

ოკუპირებული ცხინვალის მედია ჯერ ავრცელებდა, რომ ტატუნაშვილს კიბეზე დაუცდა ფეხი, შემდეგ გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევას ასახელებდნენ. დასკვნების გამოტანა რთულია, მით უფრო, რომ ექპერტიზის საშუალებას არ გვაძლევენ.

ტატუნაშვილის გარდაცვალება არაა ერთეული შემთხვევა. ესაა ერთი პროცესის ნაწილი, რომელიც დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუდმივი ფონის შექმნას ემსახურება.

ესაა მიმართული იმ სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.

ეს დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკა ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენის შეფერხებას ემსახურება” -თქვა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობა ტატუნაშვილის გადმოსვენებისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის სახლებში დაბრუნების პროცესში.

ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უკვე შეხვდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თეებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.