“ტესტი არ აუღიათ, დაურეკეს, დადებითია პასუხიო… 16 შემთხვევა ვიცი ასეთი” – სკანდალური ინფორმაცია ბათუმიდან

პროფესორი, ზაზა სიამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ უკვე 16 შემთხვევაა ასეთი ბათუმში… უბედურება და ცუდი ისაა, რომ ამ შემთხვევის ,,გმირებს” ეშინიათ საკუთარი სახელ-გვარების გამომზეურება… მიზეზი კი ის არის, რიომ დასაქმებულები არიან და ამის გამხელა დაუჯდებათ იმ სამსახურების გარეშე დარჩენად, სადაც მიზერულ ხელფასს უხდიან…

მოკლედ, ბათუმში უკვე ლამის ათასამდე შემთხვევა არისო გვარწმუნებენ… იმ ,,მეთოდოლოგიით” და სისტემით, რასაც ახლა გეტყვით, მიკვირს 2000 და მეტიც არაა!

მივიდა ჩემი ახლობელი და მისი მეუღლე ტესტის ასაღებად, ჩაეწერნენ, მაგრამ ამ სიაში ,,ბლატით” კიდევ უფრო მეტი დახვდა ჩაწერილი და რიგი უაზროდ გაიწელა… მეორე დღეს ურეკავენ და ეუბნებიან – დადებითიო აჩვენაო..

ანუ, ტესტის აუღებლად აჩვენა დადებითი… კარგად ვიცი, ამ ჩემს პოსტს ყურადღებით კითხულობენ ადამიანები, რომელთა ახლობლები არიან გამყრელიძე და მისი წრე, ამიტომ – ან მას ან მისი წრის წარმომადგენელს გადაეცით ეს უმსგავსობა…

ჰო, კიდევ ერთი, ამ წრის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვურჩევ საჯაროდ და სახალხოდ ნუ ,,დათვრება” ისეთ ადგილზე, სადაც ლამის მთელი ბათუმი და მისი სტუმრები დადიან – ,,პრივეტ იზ ბატუმა” იცით ალბათ…

სხვა დროს არ მოვერდიები და გამოვფენ ამ ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტის ფოტოებს! როცა ტყის მცველი ხარ, ხეები არ უნდა მოჭრა თავად!

და მეორე: – კარანტინი ყველას უნდა შეეხოს 8 დღე იქნება თუ 8 თვე… და ამირან გამყრელიძის ახლობლობა და ნათესაობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი….

ამ თემაზე უკვე ქილიკობენ იმ სასტუმროებში, სადაც სულ რამდენიმე საათით ათავსებენ მის ნაცნობებს და სხვა ეპიდემიოლოგების ნაცნობებს…. გამყრელიძის და მისი წრის ექიმების მეგობრები და ნათესავები მოგნიშნოთ?! თუ თავად გადასცემთ ამ ყველაფერს?

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.