აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა Politico-ს სტატიას, რომელიც წერს, რომ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ, ირანი სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩის მკვლელობის მცდელობას ამზადებს.
“მედიის ცნობით, ირანი შესაძლოა ამზადებს მკვლელობას ან სხვა თავდასხმას შეერთებულ შტატებზე, ტერორისტული ლიდერის, სოლეიმანის მკვლელობის სანაცვლოდ“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” და იქვე დასძინა: “ირანის მხრიდან აშშ-ზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმაზე ამერიკის პასუხი 10-ჯერ უფრო მასშტაბური იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ალ-კუდსის სპეცდანიშნულების მეთაური, ყასემ სოლეიმანი 3 იანვრის ღამეს მოკლეს ბაღდათის აეროპორტთან აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამის საპასუხოდ, თეირანმა 8 იანვრის ღამეს სარაკეტო შეტევა მოახდინა ერაყის ორ სამიზნეზე, რომელსაც იყენებდნენ აშშ-ის სამხედროები – აინ ალ ასადის ბაზა და ერბილის აეროპორტი.