ტრამპმა პუტინს სანქციები გაუგრძელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა კვლავ საფრთხეს უქმნის შტატების ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებული საკითხის გამო მიიღეს.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში სამხედრო ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციები პირველად 2014 წელს დააწესა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.