ტრამპმა სირიაში კონფლიქტის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს და ირანს დააკისრა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს სირიაში, აღმოსავლეთ ღუთაში კონფლიქტის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ამის შესახებ NBC-ი იტყობინება.

“ის, რაც რუსეთმა, ირანმა და სირიამ ცოტა ხნის წინ გააკეთეს, ჰუმანიტარული კოშმარია. ჩვენ იქ ერთი მიზანი გვაქვს, “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება და სახლში დაბრუნდებაა “, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მათი ძირითადი ამოცანა უკვე შესრულებულია.

“მაგრამ ის, რაც ამ სამმა ქვეყანამ ხალხს გაუკეთა, კოშმარია”,-გაიმეორა ამერიკის ლიდერმა.

გაერო-ს მონაცემებით, სამი დღის განმავლობაში დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუთაში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა.

20 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ ღუთაში სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა, რომლის ტაქტიკა, მისი თქმით, ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს უპირობო დეესკალაციისკენ. რუსეთმა ასადის რეჟიმისა და მისმა მოკავშირეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს”,- განაცხადა ნოიერტმა.

ბრალდებების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო პირების დაღუპვასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.