ტურიზმის პანდემია – ეკონომიკის საშიში დაავადება, რომელსაც მივყავართ კორონავირუსის პანდემიის მოთხოვნის აუცილებელ ასრულებასთან

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე

ტურისტულ პანდემიას უწოდებენ იმ ვითარებას, როდესაც ტურიზმი არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში განსაზღვრავს ძირითად შემოსავალს, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ხდება საფუძველი მთავარი შემოსავლების წყარო, ამით მსოფლიო ეკონომიკა ავადდება, და კვდება ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული წარმოება; თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, ზრდის მიგრაციულ პროცესებს, რომელიც ქმნის სოციალურ დაძაბულობას არა მარტო სოციალურ ფენებს შორის, არამედ ერებს შორის რასაც მოყვება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ომი  – ვაჟა კაკაბაძე.

2017 წელს საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდი ქალაქ რომში, შეხვედრა მქონდა კათოლიკური სკოლის პრეზიდენტთან, ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ; შეხვედრის დასასრულს მინდიდოდა ჩემი  კეთილგანწყობა გამომეხატა და ვუთხარი: „რომი ლამაზი და უძველესი ქალაქია, ბევრი ტურისტი და, შესაბამისად, მაღალი შემოსავალი აქვს ამ საქმიანობიდან“. და, იცით რა მიპასუხა? „ეს მუქთა ფულია, რომელიც რისკიან  შემოსავალს ქმნის რადგანაც, თუ შეწყდა ტურისტული საქმიანობა, მასზე მიბმული ყველა საქმიანობა გაჩერდება და ბიზნესმენები უეცრად გაკოტრდებიან“. მაშინ მისი ნათქვამი სასაცილოდ მომეჩვენა, და ეს მისი ანალიზი დავაბრალე იმ გარემოებას, რომ ის ფილოსოფიის დოქტორი იყო და არა ეკონომისტი, მაგრამ დღეს მისი ნათქვამი აქტუალური მეჩვენება; არა–და ჩვენი ხელისუფლება სწორედ, რომ ისევ ტურიზმის განვითარების მიმართულებით აპირებს მნიშვნელოვანი თანხის მიმართვას. მე, კი ამის წინააღმდეგი ვარ (ბოდიშს გიხდით ამ კატეგორიული გამონათქვამისთვის), რამეთუ ბევრად უფრო მომგებიანია ადგილობრივ რესურსებზე დამოკიდებული წარმოების და ბუნებრივ გარემოსთან შეგუებული კულტურული მემცენარეობის, მეცხოველეობის და მსგავს პირობაზე აგებული სხვა სფეროების განვითარება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ ადგილობრივ რესურსებზე და გარემოსთან ადაპტირებული სამეურნეო საქმიანობის განვითარება? ამ შემთხვევაში პასუხი მოკლეა: დანახარჯები მცირე იქნება. და, ეს ჩემი პასუხი გამომდინარეობს ეკონომიკის აბსოლიტური უპირატესობის თეორიიდან. ასევე შეიძლება გაჩდეს კითხვა: რას ერჩის ტურიზმს? პასუხი: არაფერს, მაგრამ ტურიზმი ისეთი ქვეყნისათვის, რომელსაც მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია, უნდა იყოს მხოლოდ დამატებითი შემოსავალის წყარო (ოქროს, სპილენძის, მანგანუმის მოპოვებიდან და რეალიზაციიდან ნახევარი თვის ჯამური შემოსავალი აღემატება ტურიზმიდან მთელი წლის შემოსავალს). დღევანდელმა ვითარებამ ეს კარგად დაგვანახა, რომ ტურიზმი არ არის გარანტირებული შემოსავლის წყარო და, მითუმეტეს მაშინ, როცა ტურიზმის მკვებავი საწარმოები ქვეყანაში არ არის განვითარებული; ამასთან ტურიზმი არ ქმნის რეალურ პროდუქტს და, მაშასადამე, ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას – ესეც ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარეობს (თუ ბრუნვაში არსებული ფულის მასა არ შეესაბამება წარმოებული პროდუქციის რაოდენობას იწყება ინფლაცია), ისიც საყურადღებოა, რომ ტურისტი საქართველოში ახორციელებს ლარში ვაჭრობას, რაც ზრდის ლარის მოცულობას ბრუნვაში და იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის განვითარებული ტურიზმის მომსახურე საწარმოები მათ მიერ შემოტანილი დოლარი იხარჯება იმპორტირებულ საქონელზე (აქ მედიატორის როლს ვალუტის საგადამცვლელო ოფისები ასრულებენ) ანუ ისევ უკან გადის..

გარდა ზემოთ აღნიშნულისა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურიზმი მაღალი დანახარჯების მქონე ეკონომიკური საქმიანობა გახდა.

და, კიდევ ერთხელ გავიმიორებ: არ ვარ წინააღმდეგი ტურიზმის განვითარების, მაგრამ ის არ უნდა იყოს ქვეყნის ძირითადი შემოსავლის წყარო, თორემ იძულებულები ვიქნებით დავეთანხმოთ მალთუსის ცნობილ თეორიას ან კორონავირუსის პანდემიის მოთხოვნებს ან, და დავემორჩილოთ მსოფლიო კორპორაციოლი მართვის სისტემას… და, ასე შემდეგ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.