უკრაინის მთავრობა პროექტზე „აღდგომა სახლში“ მუშაობს

უკრაინის მთავრობა პროექტზე „აღდგომა სახლში“ მუშაობს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„აღდგომას ეკლესიებში ბევრი ხალხი იკრიბება. მათ შორის ისინიც, ვინც უცხოეთიდან დაბრუნდნენ. ამიტომ ახლა ვამზადებთ პროექტს „აღდგომა სახლში“, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანში გაიმართება. ეს დაგვეხმარება დღესასწაულის სახლში აღნიშვნაში, რათა ეკლესიებში ხალხი არ შეიკრიბოს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეკლესიას ესმის, რომ ღვთისმსახურების ჩატარება ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია. ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკლესიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეკლესიებში მრევლის შემცირება, თუმცა აღდგომის საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.