უკრაინული სარაკეტო კომპლექსი შავ ზღვაზე, რომელსაც „რამდენიმე წუთში შეუძლია დაანგრიოს ყირიმის ხიდი”

უკრაინა შავ და აზოვის ზღვებში ფრთოსანი სარაკეტო კომპლექსების განლაგებას გეგმავს. 2021 წლისთვის „ნეპტუნის” 2 სარაკეტო კომპლექსი შავ ზღვაში, ხოლო ერთი კი აზოვის ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ თანამდებობაზე ივნისში დანიშნულმა, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებას უახლოეს მომავალში „ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტაც დაემატება. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა – რუსლან ხომჩაკმა განაცხადა 2 ივლისს.

უკრანის სამხერდო საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ქვეყნის მთავრ მტრად რუსეთი დაასახელა და განმარტა, რომ მოწინააღმდეგეს არა ჯარისკაცების რაოდენობით, არამედ ტექნიკის სიმძლავრით უნდა ებრძოლონ.

უკრაინის სამხედრო სტრეუქტურა „ნეპტუნის” სახმელეთო სარაკეტო კომპლექსის სამი დივიზიონის მეღებას მომავალი წლისთვის გეგმავს:

„იარაღი, ცალსახად, ეფექტურია. ახლა მთავარი ამოცანა ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ “ნეპტუნი” და სწორად გადავანაწილოთ ის. კითხვაზე „როდის” (როდის მიიღებს უკრაინა შეიარაღებას – რედ.) – სავარაუდოდ, მომავალ წელს. რაც შეეხება კითხვას „რამდენი” (სახმელეთო სარაკეტო კომპლესების რაოდენობა – რედ.) – დაგეგმილია სახმელეთო სარაკეტო კომპლექსის სამი დივიზიონის მიღება, რომელთაგან ორი შავ ზღვაში განთავსდება, ხოლო ერთი კი აზოვის ზღვაში”, – თქვა ნეიჟპაპამ ინტერვიუს მსვლელობისას.

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი ხელძღვანელი ალექსანდრე ტურჩინოვი დასძენდა, რომ ამ რაკეტებს აქვს იმის უნარი, რომ „რამდენიმე წუთის განმავლობაში” დაანგრიოს ყირიმის ხიდი.

სამხედრო საზღვაო ძალების მოქმედმა მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ ისაუბრა თავად რაკეტის შესახებ და თქვა, რომ რაკეტისტესტირება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც თვალსაჩინო გახდა, რომ „რამდენიმე სამიზნეზე ერთდროულად შეტევას არაფერი უშლის ხელს”.

დონბასის სეპარატისტულ რესპუბლიკაში, საბრძოლო მოქმედების ზონაში როტაციისას უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს” მიიღებენ. ამის შესახებ „არმიაინფორმთან” ინტერვიუში უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა:

„უკრაინის შეიარაღებული ძალები „ჯაველინებს” მიიღებს მაშინ, როდესაც საბრძოლო მოქმედების ზონაში შევა როტაციის დროს. ამჟამად, ერთიერთი ბრიგადის ბაზაზე აქტიურად ვარჯიშობენ და სწავლობენ მის („ჯაველინების” – რედ.) გამოყენებას – ეს ბრიგადა დონბასში შესასვლელად საჭირო მოსამზადებელ პერიოდს პოლიგონზე უკვე ასრულებს. პირდად მინდა დავწრმუნდე იმაში, რომ ჩვენს სამხედროებს შეუძლიათ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კონსტრუქციების გამოყენება”, – თქვა გენერალური შტაბის უფროსმა ინტერვიუს მსვლელობისას. თუმცა ისიც დასძინა, რომ „ჯაველინების” რაოდენობა გასაიდუმლოებულია.

ცნობისთვის, უკრაინამ 2019 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ქვეყანა პარტნიორი სახელმწიფოსგან „ჯაველინების” შესყიდვას აპირებდა.

2020 წლის 17 ივნის ამერიკისგან უკრაინის მიერ შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები ქვეყანას გადაეცა.

თუმცა, „ჯაველინები” უკრაინული სამხედრო შეიარაღებისთვის ახალი არაა – პირველად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა უკრანას გადაეცა 2018 წელს, მაგრამ უსასყიდლოდ, რის შესახებაც მაშინდელმა ელჩმა, მარი იოვანოვიჩმა განაცხადა.

2019 წლის ზაფხულში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა შეიარაღების მიყიდვა.

ტატა შოშიაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.