უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტები ადგილობრივ ექსპორტში – რა გავიდა ქვეყნიდან იანვარ-მაისში

2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (162.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (141.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (136.6 მლნ. აშშ დოლარი).

bfm

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.