უმუშევრობის კრიტიკული მაჩვენებელი საქართველოში

უმუშევრობა, როგორც ქვეყნის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევაც აჩვენებს, მოსახლების 65 %  ფიქრობს, რომ პირველ რიგში მთავრობამ დასაქმების პრობლემა უნდა გადაჭრას.  მაგრამ, ეს ერთადერთი კვლევა არაა, რომელმაც საქართველოში ეს საკითხი შეისწავლა. იემსის მკვლევარები მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ, რომ მთავრობას დასაქმების პოლიტიკა არ აქვს და ბიუჯეტის ფულს არასწორ ეკონომიკურ პროგრამებში ხარჯავს. 

კვლევებს მიღმა კი კვლავ გაჭირვებაშ მყოფი ადამიანები არიან, რომელთაც წლებია ყოველდღიურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. ამ ფონზე კი მათ არ დავიწყებიათ ხელისუფლების ძველი დაპირებები. ახლა კი, ახალი დაპირებების მომსწრეები 31 ოქტომბრის არჩევნებამდე. 

 შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

 

guriismoambe.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.