“უნდა მეთქვა, რომ ჟვანის მკვლელობა ჩვენი ბრალი იყო და სააკაშვილზეც უნდა მეთქვა…”

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი “მთავარში”:

გაკვირვებული და შეურაცხყოფილი ვარ ციხის საკნიდან გაყვანით. გამიყვანეს ღამით, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, შემომთავაზა, რომ საქართველო დამეტოვებინა. ამის საშუალება რომ მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი ბრალია ჟვანიას მკვლელობა, რომ სააკაშვის მილიონები აქვს შვეიცარიის ბანკში თუ სადღაც. უფრო კონკრეტულზე საქმე არც მისულა, როცა მივხვდი შემოთავაზების ტონალობას, ვუთხარი, რომ არასერიოზული იყო მათი მხრიდან.

შეურაცხყოფილი იმით დავრჩი, რატომ ჩათვალეს, რა საფუძვლით, რომ ჩემთან შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება. მე ვიყავი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ასეთი რამის შეთავაზება მაღალი თანამდებობის პირებისთვის არის გაუგებარი. ეს ხომ არ იყო ვიღაცის წინააღმდეგ ჩვენება, საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ ჩვენება იქნებოდა. ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა ეს შემოეთავაზებინათ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.