უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. 

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ქველმოქმედმა, სულ ახლახანს გამოაცხადა 5 ორგანიზაცია, რომელიც მის ყოველწლიურ დონაციას მიიღებს.

როგორც ბაფეტმა აღნიშნა, ის აპირებს, რომ თავისი ქონების 99% ქველმოქმედებაში დახარჯოს, საიდანაც მისი თქმით, უმეტეს ნაწილს ის ბილ და მელინდა გეითსების სახელობის ფონდს, მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდსა და მისი 3 შვილის საქველმოქმედო ფონდებს შესწირავს.

აღსანიშნავია, რომ ამ უდიდესი დონაციის შემდეგ ბაფეტი კომპანია Berkshire-ის 248,734 აქციას ფლობს, რაც $67 მილიარდის ტოლფასია. მანამ სანამ ის ქველმქომედებას მიჰყოფდა ხელს, მისი აქციები აღნიშნულ კომპანიაში 474,998-ის ტოლი იყო, რაც დღეისთვის დაახლოებით $129 მილიარდს შეადგენდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.