უსუფაშვილი პარლამენტის სხდომაზე: წმინდა პარტიულად უკიდურესად კმაყოფილი ვარ რაც ხდებოდა – ხალხმა დაინახა რომ ხელისუფლება შესაცვლელია

„ხალხმა დაინახა, რომ დიახ რაც მეტს ილაპარაკებს ოცნება 9 წელზე გაახსენდება ხალხს რასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ძველის მობრუნება არ არის კარგი, ამასობაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კვალიფიკაციით ჯობნის უმრავლესობას, ძალიან კარგად უმტკიცებდა იქ რატოა ეს ხელისუფლება შესაცვლელი“,-აღნიშნული განცხადება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

უსუფაშვილმა გადაცემაში პარლამენტში ოპოზიციისა პრემიერ-მინისტრის დებატები შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხმა დღევანდელი სხდომით დაინახა, რომ ხელისუფლება შესაცვლელია.

 „გამყრელიძემ, მხეიძემ და სხვებმა გადაგვარჩინეს და ამ ხელისუფლების იმდენად შეშფოთებამ რომ დაუჯერეს ამ ხალხს. მე ეჭვი არ მეპარებოდა ამ ხალხის პროფესიონალიზმში და ყოველთვის მხარდამჭერი ვიყავით ამის. საგანგებო მდგომარეობის თაობაზეც ლელომ პირველად დავიწყეთ საუბარი, რადგან ვიცოდით რომ ეს გვჭირდებოდა, ვხედავდით პროფესიონალები რაზე მიგვანიშნებდნენ. უნდათ ისარგებლონ მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვებით, რომელიც იყო კორონამდე და გაძლიერდა კორონას შემდეგ და ასეთ ვითარებაში ადამიანები, მეც და თქვენც მთავრობას შევცქეროდით, ამიტომ ხელისუფლება სპეკულირებს ამ თემაზე. რაღაცა ტიპის შეღავათები თუ დახმარებები შემოაქვს ნელ-ნელა. თუ გახსოვთ, აპრილის დასაწყისში გვითხრეს რომ მაისში დავიწყებთ რაღაცეებს გაცემასო. მაშინ რომ დავუთვალე და ვუთხარი რომ შემთხვევით ხომ არ არის 6 თვე საარჩევნო ომი მიდის. იმაზე გათვლით რომ ხალხს იმდენად უჭირს რომ ჩვენს იქით გასაქანი არ აქვს თუ მაინც იმდენად აღარ ვუნდივართ, რომ სხვაგან უნდათ გაიხედონ, მაშინ კარგად შევახსენებთ 9 წელს ამ ხალხს –  აგრძელებენ ამას. წმინდა პარტიულად და ლელოურად უაღრესად კმაყოფილი ვარ, რაც ხდებოდა, ხალხმა დაინახა, რომ დიახ რაც მეტს ილაპარაკებს ოცნება 9 წელზე გახსენდება ხალხს რასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ძველის მობრუნება არ არს კარგი, ამასობაში საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კვალიფიკაციით ჯობნის უმრავლესობას ძალიან კარგად უმტკიცებდა იქ რატოა ეს ხელისუფლება შესაცვლელი. ესეიგი ჯამში რა – ახალი ხელისუფლება, ახალი იმედი სჭირდება ხალხს“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.