უჩიპო პირადობების აღება ისევ არ შეიძლება – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ ელექტრონული, ე.წ.ჩიპიანი პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების – ნანა სეფიაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი.

მოსამართლეების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მოსარჩელეები, ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი ამტკიცებდნენ, რომ რწმენის გამო ე.წ. ჩიპიან პირადობის მოწმობასა და პასპორტზე უარის თქმით, მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ეზღუდებოდათ.

აღნიშნული დავაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლო გადაწყვეტილებამდე, იუსტიციიის სამინისტრომ პირადობის მოწმობის გაცემის ბრძანებაში ცვლილებებიც შეიტანა და მოქალაქეებისთვის ჩიპის გარეშე პირადობის აღება აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში დაუშვა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.