შაბათი, იანვარი 23, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე მეცნიერება

უძველესი სინათლის ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ დაიბადა

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/07/20
in მეცნიერება, სტატისტიკა-კვლევა, ყველა სიახლე
25 0
0
უძველესი სინათლის ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინ დაიბადა
100
ნახვა
Share

რა ხნისაა სამყარო? უკვე ათწლეულებია, ასტროფიზიკოსებს შორის ამ საკითხზე ცხარე დებატები მიმდინარეობს. ბოლო წლებში, ახალმა სამეცნიერო საზომებმა შემოგვთავაზა, რომ შესაძლოა, სამყარო ასეულობით მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა იყოს, ვიდრე მანამდე გამოთვლებით მიღებული მაჩვენებელი — 13,7 მილიარდი წელი. თუმცა, ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ პუბლიკაციათა სერიის სახით გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სამყაროს ასაკი მართლაც დაახლოებით 13,7 მილიარდი წელია. დაკვირვებებს ისინი ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპით (ACT) აწარმოებდნენ; მათი აღმოჩენები ემთხვევა იმავე უძველესი სინათლისთვის თანამგზავრ „პლანკის“ მიერ ჩატარებულ გაზომვებს.

სამყაროს არა შემთხვევითი, არამედ კარგად განსაზღვრული სტრუქტურა აქვს — ახალი კვლევა
მსგავსი: სამყაროს არა შემთხვევითი, არამედ კარგად განსაზღვრული სტრუქტურა აქვს — ახალი კვლევა

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის კვლევითი ჯგუფი წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობას შვიდი ქვეყნის 41 სხვადასხვა ინსტიტუციის მეცნიერთა შორის.

დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი ნათება, კოსმოსური მიკროტალღური ფონი სამყაროში დღემდე ფიქსირდება. მის ახალ ანალიზში გადამწყვეტი როლი შეასრულა ნიუ-იორკის სტონ-ბრუკის უნივერსიტეტის ჯგუფმა პროფესორ ნილიმა სეგალის ხელმძღვანელობით.

„კვლევის ჩვენს ნაწილში, აღვადგინეთ სამყაროს „ჩვილობის ფოტო“ მის თავდაპირველ მდგომარეობაში, გამოვრიცხეთ სივრცე-დროის ყველა ის დაზიანება, რომელიც ამ ფოტოს აფუჭებდა. ჩვილობის მხოლოდ ასეთი მკვეთრი ფოტოს საშუალებით შეგვიძლია უფრო სრულად დავადგინოთ, როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო“, — ამბობს სეგალი, კვლევის თანაავტორი.

პროფესორ სეგალის განმარტებით, ჩვილი სამყაროს საუკეთესო ხარისხის ფოტოს საშუალებით, მეცნიერები უკეთ გაიგებენ სამყაროს წარმოშობას, როგორ მოვხვდით ჩვენ მასში, დედამიწაზე, გალაქტიკების წარმოშობას, საით მივემართებით, როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს სამყარო.

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის ჯგუფმა სამყაროს ასაკი მისი უძველესი სინათლის ანალიზის საფუძველზე შეაფასა. სხვა სამეცნიერო ჯგუფებმა ამისათვის გალაქტიკების მრავალმხრივი ანალიზი ჩაატარეს.

რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში, რა ფერისაა ის ახლა და რომელი ფერი გაბატონდება მომავალში
მსგავსი: რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში, რა ფერისაა ის ახლა და რომელი ფერი გაბატონდება მომავალში

სამყაროს ასაკის ირგვლივ ტელესკოპის ჯგუფის ახალი შეფასება ემთხვევა იმ შეფასებებს, რომლებიც სამყაროს სტანდარტული მოდელით ტარდება თანამგზავრ „პლანკის“ მიერ შეგროვებული ამავე სინათლის ანალიზის საფუძველზე. ახალი კვლევის ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორის, სიმონ აიოლას განცხადებით, ასეთი შედეგი ძლიერ იმოქმედებს ასტროფიზიკოსებს შორის სამყაროს ასაკის ირგვლივ მიმდინარე დებატებზე.

„ამჯერად, მივედით მომენტთან, როდესაც „პლანკისა“ და ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის პასუხი ერთი და იგივეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ურთულესი ანალიზები დამაჯერებელია“, — ამბობს ნიუ-იორკის ფლეტირონის ინსტიტუტის კომპიუტერული ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევარი სიმონ აიოლა.

2019 წელს, გალაქტიკების მოძრაობის საფუძველზე მკვლევართა ჯგუფმა გამოთვალა, რომ სამყარო იმაზე ასობით მილიონი წლით ახალგაზრდაა, ვიდრე პლანკის ჯგუფი პროგნოზირებდა. ასეთი შეუსაბამობა კი იმაზე მიუთითებდა, რომ შეიძლება საჭირო ყოფილიყო სამყაროს ახალი მოდელი; ამავე დროს წარმოშობდა საშიშროებას, რომ რომელიღაც ანალიზი შესაძლოა, არასწორი ყოფილიყო.

ბრუნავს თუ არა სამყარო - მეცნიერთა პასუხი კოსმოლოგიის ფუნდამენტურ კითხვაზე
მსგავსი: ბრუნავს თუ არა სამყარო – მეცნიერთა პასუხი კოსმოლოგიის ფუნდამენტურ კითხვაზე

სამყროს ასაკი ასევე გვეუბნება, რა სისწრაფით ფართოვდება კოსმოსი — რიცხვი, რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება. ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის ჯგუფის ანალიზები მიუთითებს, რომ ჰაბლის მუდმივა წამში 67,6 კილომეტრია მეგაპარსეკზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან 1 მეგაპარსეკის (დაახლოებით 3,26 მლნ სინათლის წელი) მანძილზე მდებარე ობიექტი სამყაროს გაფართოების გამო წამში 67,6 კილომეტრით გვშორდება. ასეთი შედეგი თითქმის ზუსტად ემთხვევა პლანკის თანამგზავრის ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგს — წამში 67,4 კილომეტრს; თუმცა, უფრო ნელია, ვიდრე ეს მკვლევართა სხვა ჯგუფმა გალაქტიკათა მოძრაობის საფუძველზე გამოთვალა — მათი შედეგი წამში 74 კილომეტრია.

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპი დაკვირვებებს აგრძელებს და ეჭვგარეშეა, რომ ასტრონომები მიიღებენ კოსმოსური მიკროტალღური ფონის უფრო დეტალურ სურათს და უფრო ზუსტ მოსაზრებას სამყაროს ასაკის შესახებ. ტელესკოპის ჯგუფი აპირებს, რომ ამ დაკვირვებებში ასევე მოძებნოს ფიზიკის ნიშნები, რომლებიც არ ეთავსება სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს. ასეთმა უცნაურმა ფიზიკამ შეიძლება გადაჭრას ის შეუსაბამობა, რომელიც სამყაროს ასაკისა და გაფართოების მაჩვენებლების ირგვლივ არსებობს კოსმოსური მიკროტალღური ფონისა და გალაქტიკების მოძრაობის ანალიზებს შორის.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!
საზოგადოება

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 20, 2021
0
194

ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...

წაიკითხე მეტი
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
140
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
231
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021
188
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
164
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist