ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

„ქართული ოცნების“ გუშინდელი შეხვედრიდან   სააგენტო “თაიმერი” საინტერესო დეტალებს ავრცელებს:

თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია.

ამის შემდეგ, როგორც  წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა პრემიერის კი არა, არამედ გახარიასა და წულუკიანის გადადგომა მოითხოვონ.

საუბარია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩატარებულ სოლიდარობის აქციაზე, რომელშიც მონაწილეობას მოქალაქეებსა და სარალიძის თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები იღებდნენ.

როგორც „თაიმერის“ წყარო ამტკიცებს, სწორედ, ამ მოვლენების შემდეგ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ კვირიკაშვილისთვის თანამდებობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.