“ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილების დროს, რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა”

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილების დროს, რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი შაქარაშვილის საქმეში. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში დამატებით ექსპერტიზას კომისია ჩაატარებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა რელიეფის შესწავლაც მოხდეს. 

“სახეზე გვაქვს როგორც სხეულის წინა, მარცხენა მხარეს, ასევე წელის არეში მიყენებული არაერთი დაზიანება, საკმაო ძალის ზემოქმედებით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები.

ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. მას სჭირდება საკმაოდ ძალის ზემოქმედება. მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას სისხლის სამართლის საქმის მასალებით. არ არის გამორიცხული, რომ რელიეფის შესწავლა მოგვიწიოს.

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილების დროს, რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.