„ფორინ პოლისი“ – რუსეთი იყენებს გაყინულ კონფლიქტებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რათა შეაფერხოს კავკასიელი ერის სტაბილურობა და ევროპისკენ სწრაფვა

აშშ ხედავს, თუ როგორ ცდილობს რუსეთი პოზიციების გაძლიერებას საქართველოში, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ფორინ პოლისი“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს გაყინულ კონფლიქტებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რათა კიდევ უფრო შეაფერხოს კავკასიელი ერის სტაბილურობა და ევროპული საზოგადოებისკენ სწრაფვის სიცოცხლისუნარიანობა.

სტატიის თანახმად, 2019 წელს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ბიუჯეტების უდიდესი ნაწილი 275 მილიონი დოლარით დააფინანსა, აღნიშნული ტერიტორიები კი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს შეადგენს და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„ფორინ პოლისი“ იმოწმებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ჯარების გაყვანას კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე.

სტატიაში წერია, რომ რუსეთი ასევე არ ასრულებს ვალდებულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს.

„ფორინ პოლისის“ სტატიის მიხედვით, რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს, საქართველო ევროპულ საზოგადოებას დააშოროს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ კონგრესის და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან სულ უფრო ბევრი კითხვა ისმის რუსეთის აგრესიის დაუგმობლობასთან დაკაშირებით.

„ფორინ პოლისთან“ ინტერვიუში, დემოკრატი სენატორი, კრის მერფი ამბობს, რომ მოკავშირეებთან ტრამპის სიტყვების ომი „ახარებს რუსებს და უზარმაზარ შესაძლებლობებს აძლევს.“

„საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე აშშ-ს სულ უფრო მეტად უმცირდება გავლენა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ახალი ზომების მიღება აფხაზეთში საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ხელს უშლის აშშ-ს პერსონალის იქ გამგზავრებას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შესვლას უზღუდავს. საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ამ პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისთვის დახმარების მკვეთრი შემცირება, რადგან საერთაშორისო აქტორები კარგავენ წვდომას, რაც აუცილებელია პროგრამების მართვისა და მონიტორინგისთვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ფორინ პოლისი“ წერს, რომ აშშ-მა 2008 წლის ომის შემდგე, საქართველოსთვის სამხედრო გაყიდვები და დახმარება არსებითად გააძლიერა და ტრამპის ადმინისტრაციამ გადალახა ობამას ადმინისტრაციის ყოყმანობა, მიეყიდა საქართველოსთვის 75 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

სტატიის თანახმად, ზოგიერთი ადამიანი ვაშინგტონში შიშობს, რომ რუსეთი თავის მოკავშირეებს საქართველოს რეგიონების დაყოფისთვის იყენებს. სტატიის მიხედვით, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს მხოლოდ რუსეთი, ნაურუ, სირია და ნიკარაგუა აღიარებენ და სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შეწყვეტას მათთვის, ვინც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს.

„აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ხედავენ, რომ სეპარატისტულ ზონებში რუსეთის გაძლიერება არის ნიშანი, რომ მოსკოვი მზადაა, კიდევ უფრო შეაფერხოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საარჩევნო წლის დროს“, – აღნიშნულია „ფორინ პოლისის“ სტატიაში.

 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.