“ქალბატონო ანა, საკუთარ ზრდილობას დააკვირდით” – დაპირისპირება საბჭოს სხდომაზე (ვიდეო)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე წევრები კვლავ ანა დოლიძეს უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ დოლიძე შეურაცხყოფას აყენებს საბჭოსა და საბჭოს წევრებს. თავად დოლიძე კი აცხადებს, რომ ის მხოლოდ იმ ხარვეზებს ამხელს, რაც საბჭოში არსებობს.

,,უზრდელობაა, როცა ციხის საკანსა და კრიმინალების საკანს ადარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კრიმინალებს ადარებს საბჭოს წევრებს. ქალბატონო ანა, საკუთარ ზრდილობას დააკვირდით, როდესაც ნარჩენებს ეძახდით მოსამართლეებს, ამასთან დაკავშირებით უფრო დაფიქრდით, ვიდრე ის, რომ თქვენ მუდმივად დემაგოგიას ეწევით და ამას შეგახსენებენ“-მიმართა დოლიძეს საბჭოს მოსამართლე წევრმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან თევზაძის განცხადებით, ანა დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებით, დოლიძემ ამ ხნის მანძილზე 10 ტყუილი უკვე თქვა.

,,ქალბატონო ანა, სრულიად საგანგაშოა თქვენ ოთხი წლის განმავლობაში რამდენ ტყუილს მოასწრებთ…არავინ გიკრძალავთ თქვენ აზრის გამოხატვას,“- განაცხადა თევზაძემ.

დოლიძის თქმით კი, მისი მიზანი მხოლოდ საბჭოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ასევე მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაა.

,,მე ვფიქრობ, რომ საბჭოს მიერ საკუთარი ფუნქციის ადეკვატურად შესრულება ეს არ არის, თუ ასე გსურთ ჩემი საჯარო განცხადებების განხილვა მე ამას მხოლოდ მივესალმები. გთხოვთ ეს უნდა დაფიქსირდეს დღის წესრიგში და სხდომებზე ვიმსჯელოთ ხოლმე,“-მიმართა დოლიძემ საბჭოს წევრებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.