ქართველები საქართველოდან გარბიან და თავშესაფარს ევროპაში ითხოვენ – მე-3 წელია, თავშესაფრის მოთხოვნით, საქართველო წამყვანია – ევროკომისია

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ, საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. უვიზო რეჟიმის ვალდებულებების შესრულების შესახებ, ევროკომისია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მესამე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში 3 795 თავშესაფრის განაცხადი დაფიქსირდა, რაც 42 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2018-დან 2019 წლამდე, შენგენ ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა (3 805-დან 4 435-მდე). ასევე, 26 პროცენტით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა (9 400-დან 11 845-მდე).

ანგარიშში ევროკომისია შეშფოთებას გამოხატავს ალბანეთისა და საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის გამო.

ევროკომისია უთითებს იმასაც, რომ თავშესაფრის მოთხოვნები ხშირად ბოროტად გამოიყენება ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. ევროკომისია ანგარიშში ეყრდნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმაციას და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს სამედიცინო დახმარების მისაღებად ითხოვენ.

“საქართველომ მეორე ანგარიშით განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იყო კონკრეტული ზომები არალეგალურ მიგრაციასთან და დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად, საჭიროა შემდგომი დაუყოვნებლივი ქმედებები ამ პრობლემების გადასაჭრელად, განსაკუთრებით, თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობის მიმართებაში”

უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან 2017 წლის მარტში ამოქმედდა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.