ქართველი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ – “კარგად ვართ, არაფერი გვჭირს, მაგრამ გვეუბნებიან უკან წადითო”

საქართველოს მოქალაქე 6 მძღოლს საქართველოში არ უშვებენ.

ისინი ირანიდან მოდიან და მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანში დეტალური შემოწმება გაიარეს, ქართველი მესაზღვრეები საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებენ.

“საქართველოს მოქალაქეები ვართ, ქართველები, ირანიდან მოვდივართ, ასფალტის ხსნარი მოგვაქვს.

აზერბაიჯანში რომ შევედით, დეტალური შემოწმება გავიარეთ.

ვირუსის არანაირი სიმპტომი არ გვაქვს, შეხებაც არ გვქონია ირანში ხალხთან.

აზერბაიჯანში შემოგვიშვეს, შეგვამოწმეს, გვითხრეს ვირუსი არ გაქვთო, მაგრამ ქართველი მესაზღვრეები უარს გვეუბნებიან შემოვიდეთ ჩვენს ქვეყანაში, ქართული პასპორტით”, – ამბობს ერთერთი მძღოლი, ლევან ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის გარდა, წითელ ხიდზე საკუთარ ქვეყანაში შემოსვლას ამაოდ ელოდებიან მალხაზ კვანტალიანი, ბადრი ბადრიაშვილი და სხვები.

ისინი ქართულნომრიანი სატვირთოებით წითელ ხიდდათ ელოდებიან თუ როდის მიიღებს საკუთარი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება.

“ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, სიცხე არ გვაქვს. ვირუსის არანაირი სიმპტომი არ გვაქვს, რაც აზერბაიჯანში ჩატარებულმა შემოწმებამაც დაადასტურა, მაგრამ კი ბატონო, კიდევ შეგვამოწმონ და თუ რამე საეჭვოს დაინახავენ, იმოქმედონ ინსტრუქციის შესაბამისად, თუმცა, ამაზეც არ მოდიან.

უბრალოდ, არ სურთ რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში შემოგვიშვან. გვეუბნებიან, უკან წადითო” – ამბობენ ისინი.

შეგახსენებთ რომ კორონა ვირუსის გამო საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება, რაც წესით, არა საქართველოს მოქალაქეების საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმაში, არამედ, დეტალურ სამედიცინო შემოწმებაში უნდა გამოიხატებოდეს.

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაცია გაიმარტივა და უბრალოდ გადაწყვიტა: თავიდან მოიშოროს საზღვარს მომდგარი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უკვე გაიარეს დეტალური შემოწმება აზერბაიჯანში და ვირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

P.S: წითელ ხიდზე მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ფოტო-მასალაც გამოგვიგზავნეს, რომელიც ამ წუთებში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.


ლევან ქართველიშვილი

presa.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.