ქართველი მეცნიერების სენსაციური და საშიში ბიოლოგიური გამოგონება

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უტყუარ ფაქტების საფუძველზე ავრცელებს ინფორმაციას ქართველი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ, სახელდობრ აკადემიის აკადემიკოსი ჭ. უქნარაძე წერს: „ქართველმა მეცნიერებმა სხვადასხვა პარტიების შეჯვარებით გამოიყვანეს ახალი ჯიშის პარლამენტარი, რომელსაც ორ სკამზე ჯდომასთან ერთად შეეძლება ორ ყუნწზე დაკიდება; ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მიღებული ბიოლოგიური ჰიბრიდის გაუმჯობესებაზე ანუ ვაშლის ფორმის ატამის ფორმით შეცვლაზე“. აკადემიის აკადემიკოსის (ჭ. უქნარაძე) აზრით ასეთი მახასიათებელის მქონე ჰიბრიდული ბიოლოგიური სხეული ყუნწის საფუძველზე შეამცირებს ორ სკამზე ჯდომის დამოკიდებულების მაჩვენებელს და, შესაბამისად, დაუპატარავდებათ საჯდომი; თუმცა გაეზრდებათ დაკიდების მაჩვენებელი სუბიექტების მიმართ.
კეთილო მკითხველო შესაძლოა ეს გროტესკი ღიმილის მომგვრელი უფრო იყოს, მაგრამ ხომ ჩაგვაფიქრებს.

პატივისცემით, ვაჟა კაკაბაძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.