ქართველი მეცნიერის, ვაჟა კაკაბაძის გაფრთხილება

ძალიან ცუდი მოძრაობები დაიწყო საქართველოში და აშკარად იგრძნობა სომხების და რუსების პოლიტიკა, სახელდობრ: გათიშე და იბატონე. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ყველას შევახსენო დიდი მეგრელის დუტუ მეგრელის, იგივე დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ლექსი “მე პატარა ქართველი ვარ”. გონს მოდით!!!  სიყვარულით, ვაჟა კაკაბაძე

მე პატარა ქართველი ვარ

კავკასიის მთების შვილი


და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი

გურია და სამეგრელო, რაჭა ლეჩხუმ ჯავახეთი

და მესხეთი სასახელო,

ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,

სვანეთი და აფხაზეთი,

ძველი ტაო, იმერხევი,

საინგილო და ლაზეთი,

მთიულეთი საარაკო

და აჭარის ზღვა და მდელო

ყველა ჩემი სამშობლოა –

საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი ეს ქვეყანა

ღვთისმშობლისა არის წილი

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი

ხან თუ მტერი აოხრებდა

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,

ბრწყინვალე დროც დადგომია,

დრო დავითის და თამარის.

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მე სიცოცხლე და სიკვდილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.