„ქართული მარშის“ რამდენიმე ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან – ესტონეთის დაზვერვა

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა.

მაგალითებად ანგარიშში მოხსენიებულია „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის დირექტორადაც  დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ასევე გრეგორი კარასინის მიერ „რუსეთის კულტურის ცენტრის” თბილისში გახსნის დაანონსება, რასაც ქართულ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი მოჰყვა.

რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითად ანგარიშში „ქართულ მარშიც“ არის მოხსენიებული:

„ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ე.წ ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდა საქართველში. 2017 წელს დაფუძნებული ექსტრემისტული მოძრაობა, ქოლგა-ორგანიზაცია „ქართული მარში“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კუთხით. მათი მიზანია, ვითომ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის თავს მოხვეული ღირებულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას. ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც არ ერიდება ოპონენტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებას. მათი მიზანია საქართველოში ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრების მიმართ არსებული  საჯარო მხარდაჭერის შემცირება, რაზეც საჯარო კონსენსუსი საქართველოში უკვე 15 წელია არსებობს, ასევე შიდა დაძაბულობის შექმნა და ქართული საზოგადოების შიგნით კონფლიქტების გაღვივება. „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არის რამდენიმე, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთსა და რუსულ გავლენებთან“, – წერია ანგარიშში.

“ალია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.