ირაკლი

ქართული ოცნება ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ხალხის ფულს 900 ათას დოლარს გადაუხდის

h6amcaulal9dgrr.jpg

“ქართულმა ოცნებამ” ახალ ლობისტურ კომპანია Hogan Loes-თან კონტრაქტი გააფორმა. აშშ-ს მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ხელშეკრულების დეტალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ საქართველოს მმართველი გუნდი ლობისტურ კომპანიას თვეში 75 000 აშშ. დოლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია Hogan Loes- მმართველ გუნდს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიას შეიმუშავებს. უფრო ზუსტად იმუშავებს ეკონომიკური, სოციალური და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზეა დაწერილი, თუმცა ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

ცნობილია, რომ ხელშეკრულება 2020 წლის 21 იანვარს არის გაფორმებული და ვადა განსაზხვრულია 2021 წლის 31 იანვრამდე. ორმხრივი თანამშრომლობის ჯამური ღირებულება კი 900 000 აშშ. დოლარია. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.