“ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებს – გია ხუხაშვილი

„პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, ან კომაშია,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას რესურსები მონოპოლიზებულ აქვს, რაც ოპოზიციას არათანაბარ პირობებში აყენებს. გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა.

„არ არსებობს სრულფასოვანი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ელექტორალური განვითრების საშუალება აქვს. ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ეფექტური ძალა, მაგრამ მას არა აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი. ამ ისტორიულ მოცემულობაში სხვა პარტიები საერთოდ არ არსებობენ და თვითონ სახელისფულებო პარტიაც არ არსებობს. არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი – ბიუროკრატების უცნაური დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებასთან შეზრდილები არიან, იდეოლოგია არა აქვთ, გარადა თავიანთი ჭიის გახარებისა, ერთმანეთიც არ უყვართ, ეზიზღებათ. ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტია, ეს არის ბიუროკრატების კრებული, რომელიც დაიშლება იმ დღესვე, როგორც კი ქართული ოცნებახელისუფლებას დაკარგავს. ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის პოლიტიკური პროცესი, ძალის ცენტრად საზოგადოება მას აღიქვამს და ქართულ ოცნებას ეს მდგომაროება მოსწონს, კომფორტულად გრძნობს და პარაზიტირებს მის რესურსებზე. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ეს სიტუაცია ქართულ ოცნებას აწყობს. უპასუხისმგებლო ხელისუფლება მივიღეთ,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.