ქართული ოცნების დეპუტატებმა, 2017-2019 წლებში, ჯამში 6 მილიონ 912 ათას 052 ლარის უძრავი ქონება შეიძინეს – ივანიშვილის ხალხის გაღლეტვის ხარჯზე გასუქებული მსახური ხელისუფლება?

პრესა.ჯიმ ქართული ოცნების დეპუტატების მიერ 2017-2019 წელბში ოფიციალურად შეძენილი უძრავი ქონება დაითვალა. 

აღმოჩნდა რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტატებმა, ბოლო ორ წელში, მხოლოდ უძრავი ქონების სახით (ბინები, სახლები, მიწები, აგარაკები), ჯამში 6,912,052 ლარის ქონება იყიდეს. 

აქ იმ დეპუტატების ჩამონათვალია, რომლებმაც 2017-2019 წლებში, მათივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონების შეძენის კუთხით გამოიჩინეს თავი – მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში.

ჩამონათვალში არ შედის ქართული ოცნების დეპუტატების მიერ შეძენილი ფუფუნების საგნები, მანქანები, ძვირფასი ტილოები და ა.შ. ამჯერად მხოლოდ უძრავი ქონება დავითვალეთ.

მაშ ასე: გუგული მაღრაძემ, 2019 წელს, შანიძის 17 ნომერში იყიდა ბინა, 97 მ2, რაშიც მან, დეკლარაციის მიხედვით 104,890 ლარი გადაიხადა. 

2017 წელს ბინა იყიდა რატი იონათამიშვილმაც, ვაკეში, ფალიაშვილის 86 ნომერში – 100,000 დოლარად.

ორი ბინა იყიდა 2018 წელს ქართული ოცნების დეპუტატის, რევაზ არველაძის მეუღლემ, მარინა ხომერიკმაც – ნინოშვილის 51 ნომერში (ბინა 1, 41 მ2) და ნინოშვილის 53, (ბინა 13, 79 მ2), რაშიც ჯამში 49,900 დოლარი გადაიხადა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ 2019 წელს ყვარელში, წილკდეებში 10,036 მ2 მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით 27,000 ევრო დაუჯდა. 

მან, იმავე ადგილას, 2019 წელს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა, 2,499 მ2 – 5,000 ლარად.

2019 წელს, გიორგი ბეგაძემ იქვე, მესამე მიწის ნაკვეთიც შეიძინა, 7,296 მ2, 15,000 ლარად.

ხოლო 2017 წელს, ბეგაძემ, თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, 15,000 დოლარად იყიდა 97 მ2 მიწის ნაკვეთი, რაზეც იმავე წელს, 35,000 დოლარად 102 მ2 სახლი ააშენა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან ბეჟანიძემ კი, 2017 წელს ერთი ბინა იყიდა, ბათუმში, ზუბალაშვილების ქუჩაზე, 23 მ2, რაც დეკლარაციის მიხედვით 18,000 დოლარი დაუჯდა.

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მეუღლემ, ხათუნა ბობოხიძემ 2018 წელს, ბაკურიანში, კერძოდ წაქაძის ქუჩაზე იყიდა ბინა, 50 მ2 – 98,738 ლარად.

2017 წელს, ამირეჯიბის 1-ში ბინა იყიდა ლევან გოგიჩაიშვილმაც, 115 მ2, 250,444 ლარად. 

2018 წელს, მიწის ნაკვეთი იყიდა ქართული ოცნების დეპუტატმა, პაატა გოგოხიამ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, 12,006 მ2 – 30 ათას ლარად.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ კი, 2017 წელს ნიკოლაძეზე (ჩიხი 1, ბინა 11), 436 მ2  ბინა იყიდა, რაშიც 600,000 დოლარი გადაიხადა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გოგა გულორდავამ, 2017 წელს 125,000 დოლარად იყიდა ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე, 153 მ2.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ოთარ დანელიამ 2018 წელს, ბაგების სატყეო უბანში ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა. პირველში 40,035 ლარი გადაიხადა (342 მ2), მეორეში 155,000 ლარი (1,000 მ2).

ქართული ოცნების დეპუტატის, ისკო დასენის ცოლმა, ლეილა არაბიანმა 2017 წელს ინგოროყვას 5 ნომერში ორი ავტოფარეხი იყიდა, ჯამში 45,000 დოლარად.

2018 წელს დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ამბროლაურში, ბრატისლავა რაჭის ქუჩაზე 2,398 მ2 მიწის ნაკვეთი იყიდა – 125,000 ლარად.

2017 წელს კი, ბაკურიანში, “დიდველის” მიმდებარედ შეიძინა აგარაკი – 200,000 ლარად.

ქართული ოცნების დეპუტატის, ჯუმბერ იზორიას შვილმა, ნიკოლოზ იზორიამ, 2019 წელს, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში 8,645 მ2 მიწის ნაკვეთი იყიდა – 10,000 დოლარად. 

ხოლო 2017 წელს, დეპუტატის მეუღლემ, ლელა ვახანიამ, ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩაზე, 170 მ2 არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა  -5,000 დოლარად.

ქართული ოცნების დეპუტატმა, რომან კაკულიამ, 2018 წელს, ბერბუკის 10 ნომერში ორი სარდაფი იყიდა (70 მ2 და 120 მ2), ჯამში 57,000 დოლარად.

ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის მეუღლემ, რუსუდან ორჯონიკიძემ 2017 წელს, წუნეთში, თამარ მ,ეფის ქუჩაზე იყიდა ბინა – 19,000 ლარად.

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი კახიანის მეუღლემ, თამარ აბაშიძემ ოქროყანაში 611 მ2 მიწის ნაკვეთში 84,000 ლარი გადაიხადა.

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ ორი ბინა იყიდა, ორივე ბედიას 3/22 ნომერში. ერთი 80,400 ლარად (67 მ2) და მეორე 63,600 ლარად (55 მ2).

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, ნავთლუღის 10 ნომერში იყიდა ბინა, 45 მ2, 20,685 დოლარად. 

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა კიდევ ერთი ბინა იყიდა, იმავე მისამართზე, 54 მ2, 25,023 დოლარად.

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა კიდევ ერთი ბინა იყიდა, იმავე მისამართზე 53 მ2, 24,292 დოლარად.

2018 წელს, დავით მათიკაშვილის მეუღლემ, ნინო მამულაშვილმა ასევე იყიდა ბინა, ბაკურიანში, აღმაშენებლის 57 ნომერში, 57 მ 2 – 50,000 დოლარად.

ამავე წელს, მათიკაშვილმა მიწის ნაკვეთიც იყიდა, სხვა ორ მოწილესთან ერთად. ნაკვეთში ჯამში 90,000 დოლარი გადაიხადეს, მათიკაშვილის წილი აქედან 30,000 დოლარია.

2018 წელს, ბინა იყიდა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც. სოფელ დიღომში, 175 მ2 – 130,000 ლარად.

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატის, სავალან მირზოევის მეუღლემ, აიბანიზ ნაბიევამ ნადირაშვილის ქუჩაზე იყიდა ბინა, 71 მ2 – 95,000 ლარად.

2017 წელს, დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა წავკისში ორი მიწის ნაკვეთი იყიდა (1609 მ2 და 1000 მ2), ჯამში 152,000 დოლარად.

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის მეუღლემ, დოდო მედვედსკაიამ ბაგებში იყიდა ბინა, 112 მ2, 72,000 დოლარად.

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატის, ირინე ფრუიძის მეუღლემ, დავით ველიჯანაშვილმა, ზალდასტანიშვილების ქუჩაზე იყიდა 133 მ2 ბინა – 96,000 დოლარად.

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა წინანდალში იყიდა 14,684 მ2 მიწის ნაკვეთი – 14,252 ლარად.

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ჭავჭავაძის 37ლ-ში იყიდა 60 მ2 ბინა – 51,765 დოლარად. 

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ჭავჭავაძის 37ლ-ში იყიდა კიდევ ერთი  ბინა, 125 მ2 – 106,505 დოლარად. 

2018 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ივლიანე წულაიამ ჭავჭავაძის 37ლ-ში კიდევ ერთი ბინა იყიდა 61 მ2 – 52,275 დოლარად. 

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, თეიმურაზ ჭკუასელმა ბახმაროში 100 მ2 მიწის ნაკვეთი იყიდა – 5,000 დოლარად.

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ უნივერსიტეტის ქუჩაზე იყიდა 25 მ2 მიწის ნაკვეთი – 38,000 ლარად.

2019 წელს, ხახუბიამ უნივერსიტეტის ქუჩაზე ასევე იყიდა 54 მ2 მიწის ნაკვეთი – 88,000 ლარად.

2019 წელს, ირაკლი ხახუბიას მეუღლემ, მაკა ხახუბიამ ჭავჭავაძის 37ლ-ში იყიდა 74 მ2 ბინა – 155,000 ლარად.

2017 წელს, ქართული ოცნების დეპუტატის, თენგიზ ხუბულურის მეუღლემ, თამარ სიხარულიძემ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდა ბინა, 46 მ2 – 23,200 დოლარად.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ 2017-2019 წლებში შეძენილი ქონების ჯამია 1,791,359 ლარი, 1,767,745 დოლარი და 27,000 ევრო.

1,767,745 დოლარი, კურსით – 2,85, 5,038,073, ხოლო 27, 000 ევრო, კურსით 3,06, 82,620 ლარი. 

შესაბამისად: ეროვნულ ვალუტაში, ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ბოლო ორ წელში შეძენილი უძრავი ქონების მთლიანი ჯამია (1,791,359 + 5,038,073 + 82,620): 6,912,052 ლარია.

ლევან ქართველიშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.