“ქართული ოცნების” თაღლითური სქემა გახსნილი, გაშიფრული და ჩაშლილია – ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების უარყოფამ, თაღლითური სქემა გამოააშკარავა. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხის უარყოფა იმ  სქემის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, როდესაც პროპორციული არჩევნების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა, დაპირება ხელმოწერილი დოკუმენტი არ იყო.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის სამარცხვინო ტყუილია, რომელიც საერთაშორისო პარტიორების თვალში ქართველებზე ცუდ იმიჯს შექმნის.

„პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მთავარი გზა სიმართლის აღიარებაშია. პროცედურულად ამას განახორციელებს პრეზიდენტი, უდოს კომისია თუ რაიმე სხვა მექანიზმებით მოხდება ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლება,  ეს არის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თაღლითური სქემა არის გახსნილი, გაშიფრული, ჩაშლილი.

აწი, ან მოხდება აღიარებითი ჩვენება და ამ ადამიანების გამოშვება, ან გაგრძელდება იმ უაზრო პროცესის გაღრმავება, რომელიც იმით დაიწყო, რომ  „ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, ხელი ხომ არსად მომიწერია იმ განცხადებაზე, 2020 წელს არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდებაო და გაგრძელდა იმით,  8 მარტის ხელშეკრულებაში ხომ არ ეწერა პოლიტპატიმრებიო.

ეს არის ქვეყნისთვის სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი, ქართველებზე ძალიან ცუდი იმიჯის შემქნელი ტყუილი.

სიმართლე არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, მეტიც , შეთანხმება შედგა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ გამოშვებულები და აღარ ეხმარათ სასამართლო პოლიტიკური დევნის იარაღად. პირველივე პირობის დარღვევა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოდი, იქნებ, ეს საკითხი გავაცუროთო.

„ქართული ოცნებისთვის“ ირაკლი ოქრუაშვილის ციხეში ყოფნა კი არ არის გეგმა, არამედ ხელისუფლებაში ყოფნა.

შესაბამისად, ეს ყოველივე პრელუდიაა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა შეგვაგუებენ და არჩევნებზე მისულ ხალხს გვეტყიან, ხალხო, ამდენი რამე გაგვიტარეთ და ახლა რატომ გიკვირთო“,  – განაცხადა მარგველაშვილმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.