“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დაინიშნა

პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.