„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ – გიორგი გახარია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების “ქართული ოცნების” სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.