ქართულმა მხარემ ზეწოლა მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და მოითხოვა, აფგანის ციხეში დაბრუნება მოითხოვა – მუსტაფაევა

ლეილა მუსტაფაევა მიხი მეუღლის, აფგან მუხტარლის ციხეში შებრუნებას ვადაზე ადრე, ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს უკავშირებს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და შესაბამისა, გამოძიების იმედიც არ აქვს:

“აფგანი საპატიმროში ხვალ, დილის 8 საათზე უნდა დაბრუნებულიყო , მაგრამ ის სასწრაფო წესით დღეს, დღის 4 საათზე წაიყვანეს და დადგენილ ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში. ეს იმ ინტერვიუებს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეუღლემ ქართულ და აზერბაიჯანულ მედიას მისცა. ვფიქრობ, ამ ინტერვიუს შემდეგ ქართულმა მხარემ ზეწოლა მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და მოითხოვა, რომ დროულად დაებრუნებინათ ის ციხეში, რადგან აფგანს ბევრი აღარ ელაპარაკა.” აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.