“ქვეყანაში თავისუფალი სივრცეების შეზღუდვა მიმდინარეობს, რომ კორუმპირებული ელიტა ნელნელა დაეპატრონოს სხვის ქონებას”

“გუშინ იყო რეპლიკა, როდესაც გია ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას უთხრა, ეს კანონი მაშინ რომ გქონოდათ, მე ციხეც არ დამჭირდებოდა, ჩვეულებრივად წამართმევდით კომპანიასო. შესაბამისად ადამიანს გაუჩნდა იმის განცდა, რომ ხელისუფლება ამ კანონის მიღებით ცდილობს, ადამიანებს საკუთრების უფლება შეუზღუდოს და გაიმზადოს პლაცდარმი, ისევე როგორც დაიპყრო ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია, ასევე შეიძლება გადაწვდეს უკვე სხვა კომპანიებს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში თავისუფალი სივრცეების სერიოზული შეზღუდვა მიმდინარეობს იმისთვის, რომ კორუმპირებულმა ელიტამ ნელნელა ხელში ჩაიგდოს და დაეპატრონოს სხვის ქონებას. რატომ გინდათ ეს კანონი? – ამაზე პასუხი ჩვენ გუშინ ვერ მივიღეთ”.

ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის საპარალამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის  დეპუტატებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის წარუდგინა მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვით კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქცია ენიჭება.

კანონპროექტის მიხედვით თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.