ქობულეთში ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ, ოჯახში ორი მწოლიარე ავადმყოფია – მოტყუებული საზოგადოება, გამოსახლებები ხელისუფლებამ ისევ გააგრძელა (ვიდეო)

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთში ცეცხლაძეების ხუთსულიან ოჯახს ასახელებენ.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, საქმე უწყებაში 2015 წელს შევიდა და მას შემდეგ მოლაპარაკების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მხარეებს შორის. ამ პერიოდში მოლაპარაკება ერთხელ შედგა, თუმცა მხარეებმა მოგვიანებით ჩაშალეს. ბიუროში აცხადებენ, რომ ახალმა მეპატრონემ სახლი აუქციონზე შეიძინა.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, სახლში ორი მწოლიარე ავადმყოფი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია აღსრულების ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლები. ოჯახის ახლობები პოლიციას მოუწოდებენ, რომ ოჯახი არ გამოასახლოს.

ქობულეთში 5-სულიან ოჯახს ასახლებენ

⭕️ ქობულეთში ცეცხლაძეების ხუთსულიან ოჯახს ასახელებენ – ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. ვრცლად: https://bit.ly/2OB0i0j

Gepostet von პუბლიკა • Publika am Freitag, 7. Februar 2020
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.