“ქოცების გადარევა თუ გვინდა, ეს ექვსი პუნქტი ზედ აკვდებათ”

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

სე იგი ქოცთა ვარამს რომ გადავხედე ფბ-ზე კარტოგრაფების საქმისა გამო, დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება:

ქოცპროპაგანდის ამოცანად კვლავ რჩება დაიყვანონ ეს შემთხვევა სამშობლო მიწის გამყიდველ ნაცებისა და პატრიოტ ქოცებს შორის დაპირისპირებამდე და ამ კონტექსტში

ა) ყველანაირად ცდილობენ მიაფუჩეჩ-მიაჩუმათონ ორი უდანაშაულო მეცნიერის პატიმრობა და ეს თემა გადაიყვანონ რუკებზე სქოლასტიკურ დისკუსიაში ან ცხრაწელზე კამათში.

ბ) ძალიან არ მოსწონთ დასახელება “კარტოგრაფების საქმე”, რამდენადაც ეს იწვევს პირდაპირ ასოციაციას “ფოტოგრაფების საქმესთან”. ერთმანეთს ამუნათებენ, ასე ნუ იხსენიებთო.

გ) ღიზიანდებიან და ერთგვარად იბნევიან იმ ადამიანთა მხრიდან კრიტიკაზე, რომელთა მიწებება “ნაცბანდაზე” არანაირად არ გამოდის. სხვა ინსტრუქცია კი, გარდა იმისა, რომ ვინც კომისიის წევრთა დაპატიმრებას აპროტესტებს, ყველას ნაცი უნდა უწოდონ, როგორც ჩანს, არა აქვთ.

დ) განსაკუთრებით აქტიურია ბიძინას გარემოცვის ის ფლანგი, რომელიც ასე თუ ისე აფილირებულია ირაკლი ღარიბაშვილთან. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ამ საქმის ბიძინამდე მიმტანი და თუ რამე ისე არ გამოვიდა როგორც ბიძინას აქვს ჩაფიქრებული, მარცხი ცხადია დაბრალდება ღარიბაშვილს. აქედან გამომდინარე, ის არის განსაკუთრებულად მოტივირებული, რამდენადაც კარგად იცნობს თავის ბატონს და პატრონს.

ე) ეშინიათ უცხოელებმა არ გამოთქვან რამე პროტესტის მაგვარი.

ვ) გულის სიღრმეში მაინც ყველამ იცის რომ ნაჭამი აქვს ხელისუფლებას იმ ორი ადამიანის დაპატიმრებით და იგრძნობა, რომ მორალურად მთლად მხნედ ვერ არიან.

აი, ასეთი სურათია. მე ახლა მარტოკაცი ვარ და რაიმეს ორგანიზების რესურსიც არ მაქვს, მაგრამ ვინმეს რომ ეკითხა, რა ვქნათ ამ ვითარებაშიო, ვურჩევდი, რომ რაც ქოცპროპაგანდას არ მოსწონს, სწორედ ის გააკეთონ, ანუ

ა) მუდამ წინა პლანზე იყოს ორი უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა

ბ) ხშირ-ხშირდ იმეორეთ დასახელება “კარტოგრაფების საქმე”.

გ) წამოწიეთ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი, რომელთაც “ნაცის” თვითდამამაშვიდებელ იარლიყს ვერ ააკრავენ.

დ) არ დაივიწყოთ ირაკლი ღარიბაშვილის როლი ამ საქმეში.

ე) ჩართეთ უცხოელები და რაც შეიძლება მეტი.

ვ) არ გააცივოთ ეს საქმე და პერმანენტულად გქონდეთ დღის წესრიგში.

ბუნებრივია, სხვა აქტივობებიც უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ იქნება კიდეც, მაგრამ ქოცების გადარევა თუ გვინდა, ეს ექვსი პუნქტი ზედ აკვდებათ.

#დალესისგეგმა

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.