ქუმსიშვილი: წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა იგეგმება

დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიებს დარგში დაგეგმილი რეფორმები გააცნო და წიაღის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი წარუდგინა.

ქუმსიშვილის თქმით, მთავრობის პრიორიტეტულ რეფორმებს შორისაა სამთო-მოპოვებითი სექტორის რეგულირების მიმართულებაც. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, გაორმაგდა მოთხოვნა სარგებლობის ლიცენზიებზე, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო ნედლეულზე.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ წიაღისეულის მოპოვების ნაწილში. მთავრობის წინა სხდომაზე მიღებული ცვლილებების თანახმად, წიაღისეულის შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებზე შესაძლებელია, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე გაიცეს. ცოტა ხანში აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული სახით ვებგვერდზე, სადაც მომხმარებელი, ინვესტორი შეძლებს გაფილტროს ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კონკრეტული წიაღისეულის დასახელების თუ ნაირსახეობის მიხედვით. ეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ბიზნესს შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი გადაწყვეტილებები და განსაზღვროს საინვესტიციო მიმართულებები,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2018 წელს შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდება.

მისივე ინფორმაციით, სექტორში 25,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.