„ყელში ამოვიდა ამ ახალგაზრდა სპიკერის კეკლუცი! “

უფლებადამცველი ირაკლი ღლონტი სტატუსს აქვეყნებს:

შემზარა ამ უბედურმა შემთხვევამ !
ნუთუ ასე დასახოცად გვემეტება ჩვენი ხალხი ? ნუთუ ეს ნორმალურიჰგონია ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხარდამჭერებს ერთიანად აღებულს ?!

მომიტევეთ, მაგრამ ყელში ამოვიდა ამ ახალგაზრდა სპიკერის კეკლუცი ! დააკვირდით მისი განცხადებისტექსტს, უკვე მერამდენე წელია ჩვენი მოსახლეობა ითხოვს უსაფრთხო სამუშაო გარემოს და სიცოცხლისდაცვის გარანტიებს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მშვიდი და დავარცხნილი ტექსტებით მომავალ დროშიგვპირდება ამ ყველაფერსრომელ მომავალ დროში ? როცა ხალხი იხოცება, რატომ ხვალ, როცა შენს ხელშიამთელი საკანონმდებლო რესურსი, შეგიძლია ნებისმიერი ტიპის ცვლილება განახორციელო და აკეთებ კიდეცამას, ოღონდ იქ და იმ საკითხებზე, რომელზეც 5 კაცი იღებთ გადაწყვეტილებას ! როდემდე უნდა ველოდოთთქვენს გამოფხიზლებას და ჩინოვნიკური ხიბლიდან გამოსვლას ?!

როდემდე უნდა ვუყუროთ თქვენს კეკლუცს მოსახლეობამ ?!
1 700 000 -მა ემიგრანტმა ?!
300 000- მა დევნილმა ?!
1 200 000-მდე სოციალურად დაუცველმა ?!
ოკუპირებული ტერიტორიების და დახოცილი გმირების საქართველომ ?!

რით ვერ მიხვდით, რომ საბავშვო ბაღში არ ხართ ?! რით ვერ მიხვდით, რომ ვერც პოლიტიკურ პროცესს ვერმართავთ პარლამენტში და თქვენს კეკლუცს ეწირება ქვეყნის ინტერესები და იგივე თქვენი გუნდისპერსპექტივებიც !!!

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.