ყვავების და ბაყაყების აღლუმი

ბაბუაჩემის ნათქვამი ანდაზა გამახსენდა: “ყვევმა თქვა შაშვი მოკვდა და ახლა ჩემი ჩხავილი ფასობსო”. ეხ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ქართველი ერი დაობლდა. და, ვინ მოკლა ილია? სამწუხაროდ “ქართველმა”, რომელიც ფაშისტურ–ბოლშოვიკურმა გარემომ გამოზარდა. ახლაც ხშირად მესმის ყვავების ჩხავილი. ერთმა ძალიან კარგმა მწერალმა (შედრინი) თქვა: “ბაყაყები კი არ ქმნიან ჭაობს, ჭაობი ქმნის ბაყაყებს”. ჰო–და, აი ჩვენი პარლამენტი და მოყიყინე ბაყაყები; ერთმანეთის ლანძღვის და სკამებისათვის ბრძოლის მეტს არაფერს, რომ არ აკეთებენ. ხალხი კი შიმშილობს და ორი თეთრის სანაცვლოდ მზად არიან საარჩევნო ხმა იმას მისცეს ვინც ცოტათი მაინც მეტს გადაუხდის და, რა ქნან, სხვა გამოსავალი არ აქვთ, თორემ მშვენივრად ხედავენ თუ ვინც არიან პოლიტიკურ სათავეში. მიწებს გვართმევენ, ხალხი დუმს იმიტომ კი არა, რომ ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ მთავრობის და ხელისუფლების თანადგომის იმედი არ აქვთ, ქართველ ხალხს უფრო საშიში მტერი დაუმარცხებია და ბევრად უფრო დიდი იმპერიები მოუნელებია. ამიტომ არ ვუჭერ არცერთ მხარეს მხარს და არცერთ პარტიას, რადგანაც არ ვიცი ვინ არის სიმართლის და ხალხის მომხრე – ოსტატურად ცრუობენ. პატივისცემით და დიდი ბოდიშის მოხდით ამ სიტყვებით გუნება თუ გაგიფუჭეთ, ვაჟა კაკაბაძე (ეკონომიკის მეც. დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი). მე, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არცერთ პარტიაში არ გავერთიანდები ტყუილად ცდილობთ; ვაკეთებ ქართულ საქმეს და გავაგრძელებ მის კეთებას.

ვაჟა კაკაბაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.