ყველაზე ძვირადღირებული ქორწილები ისტორიაში

დღეს მდიდარ და ცნობილ ადამიანებს უყვართ ძვირადღირებული ქორწილების მოწყობა. თუმცა,  ეს არაა ახალი მოვლენა – ფუფუნებით გამორჩეული ქორწილები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამით ძირითადად სამეფო ოჯახები ერთობოდნენ.

 დღეს სიტუაცია შეცვლილია – სამეფო ოჯახებს აკრიტიკებენ ძვირადღირებული ქორწინებებს გამო, მათ ადგილს კი სულ უფრო ხშირად იკავებენ ბიზნესმენები.

 აი 7 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი მსოფლიო ისტორიაში

 1.მარგარიტა იორკელი და კარლ თამამი

1468 წლის 3 ივლისს, ბელგიის ქალაქ დამმეში შედგა პრინცესა მარგარიტას და ბუგუნდიის ჰერცოგის  კარლ თამამის ქორწილი. საზეიმო ღონისძიებები გაგრძელდა 10 დღე, და  ძირითადად, მიმდინარეობდა ევროპის ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქ ბრიუგეში. 23 ივლისს ახალდაქორწინებულები დაბრუნდნენ ბრიუსელში, სადაც მათ დახვდა დიდი ზეიმი. საქორწინო ღონისძიების მომზადებაში  მონაწილებდნენ ხელოსნები და ოსტატები მთელი ბელგიიდან – ისინი ქმნიდნენ საზეიმო კოსტიუმებს, ამზადებდნენ ძვირფასეულობას, გობელენებს, ავეჯს, იარაღს, ალამაზებდნან ქუჩებს, აშენებდნენ დეკორაციებს. ბურგუნდიის ჰერცოგი და მისი გარემოცვა იხდიდნენ უამრავ ფულს საუკეთსეო მასალებში და ყველაზე ცნობილი ხელოსნების მომსახურეობაში.

2. საიდ გუცერიევი და ხადიჯა უჟახოვა

26 მარტს მოსკოვში შედგა ალბათ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო ცერემიონია.რუსი ოლიგრაქის, ნავთობკომპანია РуссНефть-ის მფლობელმა მიხაილ გუცერიევნამ მოაწყო არნახულად მდიდრული ზეიმი 28 წლის შვილის, საიდის, დაოჯახებასთან დაკავშირებით. ქორწილში მოპატიჟებულ სტუმართა რაოდენობამ მიაღწია 600. სტუმრებს ართობდნენ ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, პატრიცია კაასი და ენრიკე იგლესისი. მასმედიის ინფორმაციით, სტინგის გამოსვლაში გადახდილ იქნა 1,5 მლნ. ევრო,  1 მლნ. მიიღო ჯენიფერ ლოპესმა, 500 000  – ენრიკე იგლესიასმა. კულინარიული ფანტაზიის მწვერვალი გახდა 2-მეტრიანი საქორწინო ტორტი, რომელიც რამდენიმე ადამიანმა შემოიტანა. ოლიგარქის შვილის რჩეული, ინგუშეთის რესპუბლიკის 20 წლის მაცხოვრებელი  ხადიჯა უჟახოვა,  ჩასული იყო ფრანგული ბრენდის  Elie Saab-ის საქორწინო კაბაში, რომელიც მთლიანად იყო დაფარული ძვირფასი ქვებით, რის გამოც კაბა იწონიდა 25 კგ.-ს

3. პრინცი ჩარლზი  და ლედი დიანა სპენსერი

ჯვრისწერა შედგა 1981 წლის 29 ივლისს წმინდა პავლეს ტაძარში, ლონდონში. მას ესწრებობა 3 500 ადამიანი. ცერემონია ტრანსლირდებოდა პირდაპირ ეთერში, სპეციალისტების შეფასებით,  მას თვალს ადევნებდა 750 მლნ. ადამიანი მთელს მსოფლიოში. ქოწრილი შედგა ბუკინჰემის სასახლეში, სადაც დაპატიჟებული იყო 120 ადამიანი. მისმა ღირებულებამ შეადგინა 2,8 მლნ. ფუნტი და ის იყო ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი ბრიტანეთის ისტორიაში.

4. შეიხ მუჰამედი და პრინცესა სალამა

დუბაის შეიხ მუჰამედის და პრინცესა სალამას ქორწილი შედგა 1981 წელს. 7-დღიან საზეიმო ღონისძიებებზე დაიხარჯა 100 მლნ. დოლარი. სპეციალურად ცერემონიისთვის აშენდა 20 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი, ახალდაქორწინებულებმა ცხენებით იმოგზაურეს მთელ ემირატებში და ურიგებდნენ თანამოქალაქეების საჩუქრებს. შეიხმა იყიდა ქორწილისთვის  ბრილიანტებით მორთული 20 აქლემი და დატვირთა ისინი ცოლისთივს განკუთვნილი საჩუქრებით.

5. პრინცი არტური და კატერინა არაგონელი

15 წლის კატერინა არაგონელი ცოლად გაყვა ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, 11 წლის პრინც არტურს. შეუღლებულების ასაკის მიუხედავად, საქორწინო ღონისძიებები იყო ძალიან მდიდრული და გაგრძელდა 1 კვირა. სპეციალურად ქორწილისთვის ლონდონში აშენდა ღვინის შადრევანი, მთელი კვირის მანძილზე გრძელდებოდა ქეიფი, ჯირითი, რაინდების ტურნირები. საცოლის კაბაც იყო გამორჩეულად ძვირი და მდიდრული. თუმცა ამის მიუხედავად, პრინცი არტური გარდაიცვალა რამდენიმე თვეში, 12 წლის ასაკში, ხოლო არაგონის პრინცესას დარჩა გაურკვეველი სტატუსი და ქვრივის სახელი.

6. მარიაანტუანეტა და ლუდოვიკ XVI

1770 წლის 23 აპრლის შედგა ავსტრიის პრინცესა მარია-ანტუანეტას და საფრანგეთის მეფის ლუდოვიკ XVI-ის ქორწილი. დღეს ძნელია იმ ცერემონიის ღირებულების შეფასება,  თუმცა ისტორიკოსები ერთ ხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქორწილი. მარია-ანტუანეტას ვენიდან პარიზში ჩამოყვა 57 საცხენო ეტლი, თავად ქორწილის ნაწილი კი იყო სახალო ზეიმი და მასშტაბური ქეიფი დედაქალაქის ქუჩებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მასობრივი ზეიმის დროს მოხდა ხანძარი, რამაც გამოიწვია პანიკა. ხანძარს შეეწირა ათობით ადამიანის სიცოცხლე.

7. პრინცი აბდულმალიკი და პრინცეცა დაინგკუ რაბიტუალ ბოლკიახი

ბრუნეის მომავალი სულთანის, პრინც აბდულა მალიკის და  მის რჩეულის,  22 წლის პროგრამისტ დაიანგკუ ბოლკიახის ქორწილი იყო გამორჩეულად მდიდრული ახლო აღმოსავლეთის საზომებითაც კი. ახალდაქორწინებულების ტანსაცმელი იყო შეკერილი ნამდვილი ოქროგან, საცოლის ბუკეტი იყო გაკეთებული ბრილიანტებისგან, ხოლო გვირგვინი იყო მორთული ბრილიანტებით და ყურძნისხელა ზურმუხტებით. საცოლეს ასევე ეცვა ბრილიანტებით და ოქროთ მორთული კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელი.

წყარო: commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.