შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში მიყენებული დაზიანებები აღენიშნება – გამოძიებას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით – ექსპერტიზის დასკვნის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიცოცხლის პერიოდში მიყენებული დაზიანებები აღენიშნება:

ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებშიც – ნათქვამია დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე – 109-ე მუხლი დაემატა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს:

სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციითც, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.