„შეასრულეთ მოქალაქეების მოთხოვნები, შეწყვიტეთ ოპოზიციური ლიდერების დევნა“ – EPP-ის უმწვავესი წერილი „ოცნებას“

ოპოზიციური ლიდერების დევნა, საარჩევნო სისტემა და სასამართლო – EPP “ოცნების” ხელისუფლებას კრიტიკული წერილით მიმართავს.

“ევროპის სახალხო პარტია რჩება საქართველოში დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერად, მაგრამ ამასთან პარტია ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების ნაკლებობით, გამოასწოროს არსებული პოლიტიკური კრიზისი. ევროპის სახალხო პარტია დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები.

ევროპის სახალხო პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით შედგა და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება და უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებზე მაქსიმალურად პროპორციულ საპარლამენტო წარმომადგენლობას.

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწდებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტონ ოპოზიციური ლიდერების დევნა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს,” – წერია განცხადებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.