პარასკევი, აპრილი 9, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ეკონომიკა

შეთავაზება საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარებაშვილს – საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების ძირითადი დებულებები

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2021/03/12
in ეკონომიკა, ყველა სიახლე
Reading Time:4min read
48 1
0
შეთავაზება საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარებაშვილს – საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების ძირითადი დებულებები
97
გაზიარება
194
ნახვა
Share

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს

დაკავშირებულიპოსტები

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 9, 2021
149
“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

აპრილი 8, 2021
102
სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
100

საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი,

ვაჟა კაკაბაძე

საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროექტის შემუშავების განმსაზღვრელი გარემოებანი და აუცილებლობის ფაქტორები

საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, მისი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულება დამოკიდებული უნდა იყოს ადგილებრივი შრომითი და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენების პრინციპზე, ხოლო საკანონმდებლო ბაზა აგებული – ეროვნულ ინტერესების დაცვის საფუძველზე, ამასთან ისე, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო მოთხოვნების ძირითად დებულებებს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყანას თუ სურს შექმნას რეალური ეკონომიკური თავისუფლება საჭიროა შექმნას მოგების ზრდის პრინციპზე აგებული საკანონმდებლო ბაზა და ღია სამართლიანი საინფორმაციო ქსელი, რომელიც ყველა ბიზნესმენისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ილუზიალური ეკონომიკის შექმნით შეცდომაში შეჰყავს ინვესტორები, კონკურენტი ფირმები და მომხმარებლები ანუ მთლიანად საზოგადოება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოჩვენებითი ტემპი ქვეყანაში ქმნის ილუზიალურ ეკონომიკას, რაც იწვევს არა მარტო ეკონომიკური განვითარების ახალი გზების ძიების შეფერხებას, არამედ მოქმედებს ერის ფსიქოლოგიაზე და იწვევს მასში უსუსურობის გრძნობას ანუ ხდება ერში არასრულყოფილების შეგნების ჩამოყალიბებას, ეს სინდრომი იწვევს ერში სოციალური აქტივობის შემცირებას. სწორედ ეს უკანასკნელი არის საფუძველი საქართველოდან ქართველების გადასახლება (ემიგრაცია) უცხოეთში.

საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური ზრდა 1988 წლის (საბაზისო წელი) ეკონომიკასთან შედარებით შემცირებულია 10%, გაზრდილია უმუშევრობის დონე (მთავრობა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის  შემცირების მიზნით თვით დასაქმებულებს, მაგალითად მზესუმზირის გამყიდველსაც კი დასაქმებულად მიიჩნევს – ეს არის გაერთიანებული ერების სტატისტიკური აღრიცხვის სახელმძღვანელოს მოთხოვნა) დასაქმების ყველაზე დაბალი დონე 2009 წელს დაფიქსირდა და 52,3% შეადგინა, რაც 3,5%–ით ნაკლებია 2018 წელთან; 2020 წელს დასაქმებულთა დონემ 40% შეადგინა რაც, კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული. არა–და გამოვლენილი ბუნებრივი რესურსების მარაგები არ შემცირებულა (არ შეცვლილა) და მათი გამოყენებიდან შემუსული ფინანსური მაჩვენებელი გაზრდილია 5% (მინერალური წყლები, ოქრო და ა.შ.). მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა სიღარიბის ზღვარზეა, ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ პრობლემის გადაჭრას რისი მიზეზიც შემდეგია:

  1. მთავრობას არ აქვს შემუშავებული სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა). ეკონომიკის რეალური (ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებზე დამყარებული წარმოება) სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოო ქსელის ჩამოყალიბების პროგრამა (ხედვა), რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას;

ბ). ადგილობრივი რესურსებზე დამყარებული ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების დირექტივები, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში (ადგილობრივი მოსახლეობის, დიასპორის, მიგრანტების);

დ). ადგილობრივი მოსახლეობის, დიასპორის, მიგრანტების მონაწილეობის სქემა მსხვილ პროექტებში; ამისათვის მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის, დიასპორის, მიგრანტების უფლებას შეიძინონ მსხვილი პროექტების აქციები, რაც თავისმხრივ მოხსნის დაძაბულებას პროექტის განმხორციელებელ კომპანიებსა და მოსახლეობას შორის;

ე). ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბუნებრივი და ვირუსული პანდემიის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების პროგრამა.

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს. ამისათვის საქართველოს მთავრობამ საჭიროა უზრუნველყოს ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების და სოციალური გარემოს უწყვეტი განვითარება რაც ქმნის დემოკრატიის განვითარების მყარ საფუძველს და, შესაბამისად, გაზრდის ევროკავშირში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარისხს.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა გახდეს მსოფლიო ბაზარზე შეღწევა და დამკვიდრება, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის დანერგვა, რომელიც გულისხმობს ახალი ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას და იმგვარი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, როდესაც კერძო სექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ამასთან დაცულია როგორც ეროვნული, ასევე უცხოელი მეწარმეების უფლებები, დაცულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და, ამასთან, სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების სრულ დაცვას.

ეკონომიკური განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა უნდა დაეთმოს რეგიონების ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეროვნული ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია რეგიონული განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე. რეგიონული განვითარების სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების უპირატესობად განიხილება ამა თუ იმ  რეგიონის შედარებითი უპირატესობა, მისი სპეციფიკა და ამ სპეციპიკაზე აგებული ფარდობითი უპირატესობა. ამასთან ერთად, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის სოციალურ–ეკონომიკური უთანასწორების შემცირებას, პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას.

ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური ვითარება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის წინაშე დიდი ამოცანა დადგა საბაზრო ეკონომიკის დანერგვა და სახალხო საკუთრების გადანაწილება. სახალხო საკუთრების გადანაწილება და, შესაბამისად პრივატიზაცია არასამართლიანად განხორციელდა, ამ გარემოებამ გაახანგრძლივა კომუნისტური აზროვნების მანკიერი თვისება მატერიალური დოვლათის დაგროვება სხვის ხარჯზე.

არასამართლიანი გადანაწილება:

  1. არ მოხდა მოსახლეობის აღწერა და ვაუჩერების გამოშვება მოხდა ძველი მონაცემებით, შესაბამისად დარჩენილი ვაუჩერების (დიდი რაოდენობა) აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნომეკლატურის, ხელში.
  2. პრივატიზაცია დაიყო სამ ნაწილად მცირე, საშუალო და მსხვილი ობიექტების პრივატიზაციით და ამ შემთხვევაშიც ხალხის ქონება აღმოჩნდა ზედმეტად დაბეჭდილი ვაუჩერების მფლობელების ხელში;
  3. ზემოთ აღნიშნულმა (1, 2) გარემოებამ განაპირობა, რომ 1995 წლის შემდეგ პოლიტიკაში მოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ არათანაბარი კაპიტალის გადანაწილების გზით გამდიდრებული ოლიგარქების ინტერესების დამცველები და რუსეთის, ასევე სომხეთის და თურქეთის პოლიტიკური ინტერესების დამცველი მარიონეტები.

ასევე: ზომოთ (1, 2, 3) წარმოშობილმა ფაქტმა დანერგა კორუფციის განვითარების საფუძველი.

ამდენად, საქართველოში დაწყებული რეფორმები რომელსაც ახალი სამართლებრივი  ეკონომიკური სისტემის ინსტიტუციური საფუძველი უნდა შეექმნა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. 90–იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისის შემდეგ თითქოსდა წარმატებით განხორციელდა რეფორმა და შეიმჩნეოდა ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ 90–ანი წლების ბოლოს ის შეფერხდა. 2004 წელს დაწყებული რეფურმების მეორე ტალღა მიმართული იყო ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ, დაისვა საკითხი გადასახადების, ნებართვების და ლიცენზირების გამარტივების. მოზიდული ინვესტიციები მიმართული იყო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ვარაუდით ექსპორტის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობდა ხელს, მაგრამ შეცდომა იყო დაშვებული რადგანაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელსაყრელი გარემო არ არსებობდა და გაღვივებული კორუბცია ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამასთან, ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული იყო კაპიტალტევად დარგებში, რომლებშიც მცირეა დასაქმებულთა მაჩვენებელი. ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დონემ ამ პერიოდში 16,9%–ს მიაღწია (2009 წ.), რაც რეალობას არ შეესაბამება, რამეთუ ამ პერიოდში ემიგრანტების მაჩვენებელი 1,2–ით გაიზარდა. 2012 წლის მონაცემებით უმუშევრობამ 15.0% შეადგინა.

ექსპერტების მონაცემებით, 2012–13 წლებში ქვეყანაში უმუშევრობის და თვითდასაქმებულების რაოდენობამ შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 70% შეადგენდა, 2017–2019 წლებში დასაქმებულების მაჩვენებელი 2%–ით გაიზარდა, ძირითადად მომსახურების სფეროში.

ადგილობრივი და საექსპორტო პროდუქციის წარმოება ფერხდებოდა წარმოების მიმართ არასწორი მიდგომის გამო, ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გაზარდა იაფასიანი იმპორტი და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზება ბაზარზე წამგებიანი გახდა, დაკნინდა სოფლის მეურნეობის დარგები, გაჩერდა ის საწარმოები რომლებსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მნიშვნელოვანი შემოსავალი შემოქონდა საქარველოს რესპუბლიკისათვის, მაგალითად: ჩაის და ციტრუსების წარმოება, კარტოფილის მოყვანა, მინის წარმოების ქარხანა, ზესტაფონის ფეროსშემადნობელი ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, თბილისში რძის საწარმო და შოკოლადის ქარხანა.

რეფორმების შემდგომმა ტალღამ ვითარება არ შეცვალა; პირიქით, მონაცემების გაყალბებამ კიდევ უფრო ილუზიური გახადა ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის მყიდველობით უნარიანობა დაეცა, რაც გამოწვეულია წარმოებული პროდუქციის, დანახარჯის და ფულის მასის და მისი ბრუნვის სიჩქარის უტოლობით, ეროვნული ფულის კურსის ქანქარისებულმა ცვლილებამ ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გაამდიდრა, ხალხი კი კიდევ უფრო გააღარიბა.

2020 წლის მონაცემებით (პირველი კვარტალი) ეკონომიკურმა ზრდამ 2,3% შეადგინა (ოფიციალური მონაცემები), რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან დაბალია. მეორე კვარტალში ეკონომიკა 13,2%–ით შემცირდა, რაც ეკონომიკის თითქმის მთლიანად გაჩერებით იყო გამოწვეული, ხალხი იძულებული იყო დოლარში არსებული დანაზოგი გამოეტანა, ამ პერიოდში ლარის კურსი გამყარდა, ხოლო ოლიგარქებმა შეძლეს მეტი დოლარის შესყიდვა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ჩაკეტვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და როგორი სარისკოა ტურიზმზე აგებული ეკონომიკა.

როგორც მსოფლიო, ასევე, საქართველოში პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში შეზღუდვები მოიხსნა ადგილობრივი ტურიზმისათვის, შემოსავალმა მაინც ვერ დაფარა ის მოლოდინები რასაც მთავრობა ელოდა, პირიქით, შემდგომში კორონავირუსის პანდემიის გააქტიურებამ (მეორე ტალღა) უფრომეტი ზიანი მიაყენა ქვეყნის ფინანსურ რესურსებს.

ამდენად, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით და, შესაბამისად, უახლოესი წარსულის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ ეროვნული ეკონომიკის ზრდის მიღწევის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია: კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი, ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ფასიანი ქაღალდების ბირჟის არ არსებობა, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სამუშაო ძალის დაბალი მაჩვენებელი.

საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ძირითადი საფუძველი

საქართველოს ეკონომიკის გავითერებისათვის აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც გაწერილი იქნება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე.

ამ მიზნით აუცილებელია ბუნებრივი და შრომითი რესურსების აღწერა:

ბუნებრივი რესურსები:

  1. აუცილებელია ყველა ბუნებრივი რესურსების მარაგების დადგენა, ამ რესურსების გამოყენებადობის გამოვლენა და მისი სამომავლო აუცილებლობის დადგენა.

შრომითი რესურსები:

  1. უნდა მოხდეს მოსახლეობის აღწერა, ასაკობრივი ჯგუფების დადგენა, პროფესიების გამოვლენა, შრომისუნარიანი ადამიანების დადგენა.

ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს იმ საწარმოების ნუსხა, რომელიც დაიტვირთება ადგილობრივი ბუნებრივი და შრომითი რესურსებით, ასევე აუცილებელია შესწავლილ იქნას საგარეო ბაზრის მოთხოვნები.

აუცილებელია გამოვლინდეს სიმძლავრეები, რომლიც უზრუნველყოფს საწარმოო პროცესის უწყვეტობას და ამ მიმართულებით შემუშავდეს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სიმძლავრების გამოყენების და მართვის პოლიტიკა.

  1. მოკლევადიანი პერიოდის გეგმა (1 წელი) უნდა მოიცავდეს:

1’1. საკანონმდებლო სისტემის მონიტორინგს:

ა). საბანკო სისტემის; 

ბ). საგადასახადო სისტემის;

გ). სოციალური უზრუნველყოფის სისტემის;

დ). სამეწარმეო და სოფლის მეორნეობის საკანონმდებლო სისტემის.

ასევე მოკლევადიანი პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო პროექტების მოზიდვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის პირობებს.

  • საშუალო ვადიანი პროგრამა (2–3 წელი) უნდა ითვალისწინებდეს:

2’1. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობის და მსხვილი სამრეწველო ობიექტების განვითარების გარემოს შექმნას.

ასევე: შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგს, საერთაშორისო ბირჟის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.

  • გრძელვადიანი პერიოდი (3–5 წელი):

3’1. ექსპორტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკის შემუშავება, ადგილობრივი რესურსების გამოყენების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრინციპები – არსებულის დიაგნოსტიკა

ძირითადი პრინციპის პირველი აუცილებლობა

ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების წინა პირობაა მაკრო და მიკროეკონომიკური სტაბილურობა და ურთიერთ ბალანსი, რომლის მიღწევა შესაძლებელია ფინანსური სექტორის სტაბილურობის, სტაბილური საგადასახადო სისტემის შექმნის და საგარეო რისკების ეფექტური მონიტორინგის დანერგვის შემთხვევაში.

ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფისკალური ქცევის აღსრულების წესი, სახელდობრ:

საქართველოს მთავრობამ 4 ფისკალური წესი ასახა კანონმდებლობაში:

  1. საბიუჯეტო ბალანსის წესი – ორგანული კანონი განსაზღვრავს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის ზედა ზღვარს მშპ–ის 3%–ის ოდენობით, მაგრამ არ არის განსაზღრული რა ვალდებულება ეკისრება მთავრობას დეფიციტის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში;
  2. ვალის წესი – საჯარო სექტორის ვალი, როგორც მუდმივი პროცენტული მაჩვენებელი მშპ–თან მიმართებით. არ არის განსაზღრული ზღვარი;
  3. ხარჯვის წესი – ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისათვის დადგენილია ზედა ზღვარი მშპ–ის 30%–ის ოდენობით, მაგრამ არ არის განსაზღრული პრიორიტეტები;
  4. შემოსავლების წესი – ორგანული კანონი კრძალავს ნებისმიერი გადასახადის განაკვეთის გაზრდას, გარდა აქციზისა, მაგრამ არ არის ახსნილი აკრძალვის ბუნება და ეკონომიკური სარგებელი.

ძირითადი პრინციპის მეორე აუცილებლობა

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა

საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტიგრირების კარგი მაჩვენებელი აქვს (მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური სარტყელის მრავალფეროვნება) და მისი მიღწევა შესაძლებელია კონკურენტუნარიანობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების დაძლევით. ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, რომლის შედეგები მოსახლეობის ფართო ფენისათვის იქნება ხელმისაწდომი, კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი უზრუნველყოფს ქვეყნის სწორი ეკონომიკური სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოო ობიექტების განვითარების უზრუნველყოფას.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების ზრდა შესაძლებელია ეკონომიკის ლიბერალიზაციის გზით, ისე, რომ ეროვნული ინტერესები არ დაირღვეს ანუ მოხდეს ეფექტური პრეფერენციული რეჟიმის გამოყენება ადგილობრივი საწარმოებისათვის და იმ შეღავათების გამოყენება, რომელიც საქართველოს მიენიჭა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ.

ახლანდელი ვითარებით მრეწველობის განვითარების დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი დაბალია. ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, მცირეა მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალი ბაზარზე შეღწევის და დამკვიდრების მაჩვენებელი. ამის შედეგია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დაბალი მაჩვენებელი. ეს ცხადყობს, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და კერძო სექტორის, როგორც მისი ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტის, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა დაბალია.

„საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბებას და ევროპის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის ეტაპობრივ ინტეგრაციას არ გამოიყენება, რაც გამოწვეულია ქვეყანაში კლანური სამეწარმეო საქმიანობის ჩამოყალიბებით.

ძირითადი პრინციპის მესამე აუცილებლობა

ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება

ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რამდენადაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს კერძო სექტორში რესურსების ეფექტიან განაწილებაზე. არაპროგნოზირებადი კონკურენციის და მისი გლობალურობის პირობებში სწრაფად იცვლება თამაშის წესები, შესაბამისად აუცილებელია საინვესტიციო პოლიტიკის ხშირი მონიტორინგი.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშის (Doing Business, 2014) მიხედვით საქართველო აღიარეს ქვეყნად სადაც მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რამეთუ ეკონომიკის ცალკეულ სფეროში არსებობს სერიოზული პრობლემები, რაც ხელს უშლის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. 2019, 2020 წლებში ისევ პრობლემატურ საკითხად რჩება ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, პრობლემატურია კომერციული დავის გადაწყვეტის და ბაზარზე დამკვიდრების საკითხები.

არსებული სირთულეები, მთლიანობაში, აუარესებს სამეწარმეო გარემოს, ამცირებს ინვესტორთა ნდობას და ნაკლებ ეფექტიანს ხდის სხვა სფეროებში ჩამოყალიბებულ ქმედით მექანიზმებს. ინვესტორთა ნდობის შემცირებას ასევე იწვევს ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც გარეშე ძალებით იმართება.

სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მიუთითებს, სახელდობრ: გლობალური კონკურენტუნარიან ინდექსში, 2013–2015 წლების მონაცემების მიხედვით საქართველოს შემდეგი მონაცემები აქვს:

ა). საკუთრების უფლების დაცვა – 121–ე ადგილი;

ბ). დავის სამართლიანად გადაწყვეტის ეფექტიანობა – 92–ე ადგილე;

გ). ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა – 140–ე ადგილი;

დ). კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი – 32,7%, მაშინ როდესაც, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საშუალო მაჩვენებელია 38,0%–ი, ხოლო OECD–ის წევრ ქვეყნებში საშუალოდ 71,6%–ია.

მაშასადამე სამეწარმეო და საინვესტიციო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად აუცილებელია რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს ჩემოყალიბება, ასევე საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში ქმედითი მექანიზმების დანერგვა.

ძირითადი პრინციპის მესამე აუცილებლობა

ახალი ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის დაბალი დონე, განაპირობებს ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველივე ამას ემატება ეკოლოგიური გარემოს დაბინძურება, რაც გამოიხატება საკვები პროდუქტის დაბინძურებაში და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებაში.

2018 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI – Environmental Performance Index) მიხედვით კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 94–ე ადგილს იკავებს რეიტინგის პირველადგილზეა შვეიცარია, ხოლო ბოლოზე ბურუნდია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენზე უკეთესი ვითარებაა და  30–40– ის ფარგლებში იკავებენ ადგილს.

ინოვეციების გლობალურ ინდექსში (GII 2013) საქართველო მსოფლიოში 73–ე ადგილზეა, ხოლო 2012 წლის ინოვაციების შესაძლებლობების ინდექსში (ICI) 131 ქვეყანას შორის 44–ე ადგილი უკავია. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში (GCI) 2013–2014 წლების მდგომარეობით, საქართველო 148 ქვეყანას შორის შემდეგ პოზიციებს იკავებს:

  1. ინოვაციის განხორციელების შესაძლებლობების მაჩვენებელი: 118–ე ადგილი;
  2. კომპანიების დანახარჯები კვლევისა და განვითარებაზე (R&D):  128–ე ადგილი;
  3. უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა: 100–ე ადგილი;
  4. კომპანიების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა: 117–ე ადგილი.

არადამაკმაყოფილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დონე და 124–ე ადგილზე იმყოფება, რომელიც შეიძლება გახდეს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ–ერთ შემაფერხებელი ფაქტორი.

ძირითადი პრინციპის მეოთხე აუცილებლობა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და მობილური ლოგისტიკური ცენრების შექმნა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების და მობილური ლოგისტიკური ცენრების შექმნის აუცილებლობა ოცდამეერთე საუკუნის მთავარი მოთხოვნაა, საქართველოსათვის ის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს, რამეთუ საქართველო მოიაზრება როგორც ევროპა–აზიის სატრანსპორტო დერეფანი სადაც იმოძრავებს სხვადასხვა ქვეყნის ტვირთი, რომელსაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება, რაც შესაბამისად მოცემული ტერიტორიის (ქვეყნის) საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიაა.

ძირითადი პრინციპის მეხუთე აუცილებლობა

სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის საერთო სისტემის განვითარება

საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა ამდენად აუთვისებელი მიწის ნაკვეთები უნდა ჩამოერთვას მათ მფლობელებს და გადაეცეთ გლეხურ სამეურნეო გაერთიანებებს (ეს ჩამოსაყალიბებელია), ასევე: უნდა აიკრძალოს სასოფლო–სამეურნეო და რეკრეაციული ზონის მიწის ნაკვეთების მიყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე.

სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად აუცილებელია ფართო ირიგაციული და სადრენაჟო სისტემის დანერგვა და მათზე გლეხების ხელმისაწვდომობის ზრდა. გლეხების მოტივაციის ზრდის მიზნით აუცილებელია სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ძირითადი პრინციპის მეექვსე აუცილებლობა

ენერგოდამოკიდებულების მართვა

საქართველო მდიდარია წყალუხვი მდინარეების ქსელით და ჰიდრო სადგურების აუზების მშენებლობისათვის ხელსაყრელი დაქანებული ხეობით (კალაპოტით) რომელიც კარგ პირობას ქმნის ჰიდროელექტრო სადგურების განვითარებისათვის, მაგრამ ამასთან გასათვლისწინებელია, რომ მსხვილი ჰიდროელექტრო სადგურების და დიდი წყალსაცავების მშენებლობა ქმნის საშიშროებას, რამეთუ საქართველო განლაგებულია მაღალ სეისმურ ზონაში, ამდენად კავკასიონის სამხრეთ ფერდის გასწვრივ სადაც გადის მსხვილი ტექტონიკური რღვევა ჰესების მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია და განსაკუთრებით მსხვილი. საქართველოში დასაშვებია მცირე ჰესების მშენებლობა; ამისათვის საქართველოს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში შექმნილია ხელსაყრელი მდინარეთა სისტემის ქსელი.

საქართველოში ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების მიზნით აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც შესაძლებელია მოსახლეობაზე აქციების მიყიდვის გზით, ამისათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

ძირითადი პრინციპის მეშვიდე აუცილებლობა

ადამიანური რესურსების და მეცნიერების განვითარება

ეროვნული ეკონომიკის ზრდის ერთ–ერთ მთავარ ფაქტორს ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს და ამ კაპიტალის განვითარებისათვის აუცილებელია ხარისხიანი საგანმანათლებლო, ფიზიკური განვითარების და სამედიცინო სისტემის შექმნა, სოციალური სამართლიანობის გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის კვალობაზე.

ეროვნული ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის დონეზე, ამდენად აუცილებელია ინვესტიციების მიმართვა ადამიანის რესურსების განვითარებაში და, ასევე, სამეცნიერო სფეროს განვითარებაში, რომ შეიქმნას ადგილობრივი ახალი ტექნოლოგიების ბაზა.

მეცნიერების და ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია უნდა მოიცავდეს:

ადამიანური რესურსები:

  1. შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება;
  2. სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა;
  3. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა.

მეცნიერება:

  1. სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უნდა განისაზღვროს ის საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას და საერთაშორისო დონეზე კვლევის შედეგების გავრცელებას;
  2. ქვეყნის აუცილებელი მოთხოვნიდან და მეცნიერული კვლევის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მართვის ცენტრი.

 თბილისი, 12 მარტი, 2021 წელი.

Share39Tweet24Share7Pin9SendShareShare5ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

მსგავსიპოსტები

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 9, 2021
0
149
38 0
Share30Tweet19Share5Pin7SendShareShare4ShareSend

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
102
25 1
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
100
25 0
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
102
25 1
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ ჰოჯესი

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ  ჰოჯესი
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
105
26 0
Share21Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    907 shares
    Share 363 Tweet 227
  • რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

    68 shares
    Share 27 Tweet 17
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

    729 shares
    Share 292 Tweet 182
  • ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

    51 shares
    Share 20 Tweet 13
  • ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შოკისმომგვრელი ჩანაწერები – ვის ხელშია ქვეყანა (ვიდეო)

    75 shares
    Share 30 Tweet 19

იურიდიული კომპანია

Recent News

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 9, 2021
149
“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

აპრილი 8, 2021
102
სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
100
“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

აპრილი 8, 2021
102

სიცრუის დეტექტორი

  • “ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია” – ევროპარლამენტარები
  • “საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს”
  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

GPS მონიტორინგი


INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

დაათვალიერეთ კატეგორიის მიხედვით

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 9, 2021
“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

აპრილი 8, 2021


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist