შეიქმნება 3 500 სამუშაო ადგილი – საქართველოს მთავრობის დაპირება – მორიგი აფერისტობის და საზოგადოების გადაგდების მცდელობა?

მაღალანაზღაურებად და საექსპორტო პოტენციალის მქონე  სექტორებში  3 ათას 500 სამუშაო ადგილი  შეიქმნება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

 როგორც  განცხადებაშია  აღნიშნული,  ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ – „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

ქვეყანაში არსებული მოთხოვნებისა  და მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებით, “აწარმოე საქართველოში” ცვლილებები განხორციელდა და პროგრამას ახალი პრიორიტეტული მიმართულებები დაემატა:  ბალნეოლოგიური კურორტები;  ტურისტული სერვისები დასათავგადასავლო ტურიზმი; საზღვაო თევზჭერა; კერამიკული ნაკეთობები. მაღალმთიანი რეგიონებში მეწარმეთა მხარდასაჭერადიზრდება სააგენტოს მიერ თანადაფინანსებისწილიდაკონკრეტდაის დასახლებულიპუნქტები, სადაც სასტუმროს აშენება მთავრობისგან იქნება მხარდაჭერილი  – განისაზღვრა  632 ლოკაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებაში  ასევე მოყვანილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  სტატისტიკა:

ინდუსტრიული და სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით  მხარდაჭერილია 495 პროექტი, რომელთა  ჯამური ინვესტიციის მოცულობა  შეადგენს  1 მილიარდ ლარზე  მეტს.  შედეგად შეიქმნება  16,356 ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით  მხარდაჭერილია 6  ათას 212 პროექტი – ჯამში,  9 ათას 384 მეწარმე. თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ ლარზე მეტი. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა  61 მლნ ლარზე მეტია.

კინოინდუსტრიის განვითარების ნაწილში გაფორმებულია ხელშეკრულება  31 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 16 პროექტი  დასრულებულია. პროექტების  ინვესტიცია შეადგენს  113.2 მლნ ლარზე მეტს, დასაქმდება  17 ათას 400-ზე მეტი ადამიანი.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.