შემდეგი ნაბიჯი – აღარ უნდა მოხდეს სასამართლოს პოლიტიზება

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები პოლიტიკურ სისტემას უფრო მეტად პროპორციულს ხდის. ამასთან, ევროპელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯი სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია უნდა იყოს.

„29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას უფრო მეტად პროპორციულს ხდის. გილოცავთ! მომდევნო ნაბიჯი – სასამართლო სისტემის პოლიტიზაციის შეწყვეტა! საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მოწინავე ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.