ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკალიანის დასავლეთში სტუმრობას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით ეს იქნება ტყუილის მეორე სერია და დროის მოგება საქმიდან გამოძრომის ახალი “კომბინაციის” მოსაფიქრებლად:
”“შენ შეპირდი, მე გადავაგდებ” – პირველი სერია უკვე ვიხილეთ, როდესაც ხელისუფალმა თამარ ჩუგოშვილი ბრმად გამოიყენა დასავლეთისთვის პროპორციული არჩევნების “გარანტიის” მისაცემად. მერე გადააგდო ყველა…
იმედია, ახლა მეორე სერიას არ ვუყურებთ, უკვე ზალკალიანის შესრულებით.
მიზანი მაშინაც და ახლაც – ცოტა დროის მოგება და ამასობაში მორიგი “კომბინაციის” მოფიქრება” – წერს გია ხუხაშვილი