შეტაკებები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის საზღვართან შეიარაღებული ბრძოლები მიმდინარეობს. უწყების განცხადებას ადგილობრივი გამოცემა haqqin.az ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. 

მათივე ცნობით, შეტაკებების დროს აზერბაიჯანულმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახური დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა. 

“თავის მხრივ სომხური მხარე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აწვდის და მხოლოდ ლოკალურ ინციდენტზე საუბრობს”, – ამბობენ თავდაცვის უწყებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.