შვედეთში მიკროჩიპი 3 ათასზე მეტმა ჩაიდგა – სად და როგორ იყენებენ სხეულში ჩადგმულ ჩიპს?

შვედეთში ბრინჯის ზომის მიკროჩიპების დანერგვა დღითიდღე პოპულარული ხდება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიკროჩიპები ნებაყოფლობით 3 ათასზე მეტმა შვედმა მოქალაქემ ჩაინერგა.

ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიკროჩიპებს რამდენიმე ფუნქცია აქვთ, რომელშიც მომხმარებლის პირადი მონაცემებია ჩაწერილი.

ჩიპები ელექტრონული გასაღების როლსაც ასრულებენ, რომლის გამოყენებაც მოქალაქეს სხვადასხვა ადგილზე შეუძლია, მათ შორის სამსახურში, სპორტულ დარბაზებში და კაფეებში.

მოწყობილობაზე დატანილია მომხმარებლის საბანკო მონაცემებიც და მოქალაქეს თანხის გადახდა უბრალოდ თითის დადებითაც შეუძლია.

შვედეთში მიკროჩიპებს მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩიპებიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა მარტივად მოხდება.

“პრაიმტაიმი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.