შვეიცარიაში პირველი სასტუმრო გაიხსნა კედლებისა და ჭერის გარეშე (ფოტოკოლაჟი)

Null Shtern ანგრევს სტერეოტიპებს ფეშენებელური სასტუმროების შესახებ. აქ არ არის არაფერი ლოგინის და რამდენიმე კომოდის გარდა. არც კარი, არც კედლები, არც ჭერი – მხოლოდ შვეიცარიის ალპების გასაოცარი ხედები. ერთ-ერთი დამფუძნებელი დიზაინერის კომენტარი ასეთია: “ჩვენ გაგათავისუფლეთ ყველა კედლისგან, რათა არაფერი არ დადგეს თქვენსა და თქვენს შთაბეჭდილებებს შორის”. სხვათა შორის, Null Shtern ნიშნავს “ნულ ვარსკვლავს”.

სასტუმრო მდებარეობს დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე, შვეიცარიის ალპების შუაგულში. აქ ერთი ღამის ფასი 210 დოლარია.

ლოგინის განსათავსებლად მუშებს მიწის ამოთხრა მოუწიათ.

სასტუმროს არ აქვს ჭერი, კედლები და სააბაზანო- მხოლოდ დიდი ლოგინი, კომოდები და ნათურები. საერთო საპირფარეშო მდებარეობს 5 წუთის სავალზე “ნომრიდან”.

სასტუმრო გთავაზობთ პანორამულ ხედს და ვარსკვლავიან ცას. მთელი შვეიცარია სასტუმროდ იქცევა


როგორც ყველა სასტუმროში, აქაც ჩვეულებრივად მოგემსახურებათ მომსახურე პერსონალი


ბატლერი ცხოვრობს ხის სახლში ოდნავ მოშორებით

ის ამზადებს საუზმეს და ვახშამს, რომელსაც პირდაპირ ლოგინში მოგართმევთ

ცუდი ამინდისას ბრონირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.