შვიდი წლის თავზე “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილოა – ლევან გოგიჩაიშვილი

შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან უხერხულია, რა თქმა უნდა. მე მესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს და არ შეიძლება ყველას მოსწონდე. მაგრამ შენ თვითონ ხომ უნდა გრძნობდე, რომ მოდიხარ, როგორ მოდიხარ – მოდიხარ ჩვეულებრივად ადამიანებში თუნდაც არ მოწონხარ, თუ ემალები ადამიანებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი ამ გადაწყვეტილებით. მე ვთქვი კიდევაც სესიაზე. „ნაციონალური მოძრაობაც“ ხომ დგას აქ. შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, საპატრულო პოლიცია კი რკინის კონსტრუქციებით იცავს საკანონმდებლო ორგანოს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.