შიმშილის ხმები – გაჭირვებული ადამიანები, როგორც არჩევნებში გამარჯვების გზა

“შიმშილის ხმები” – ასე უწოდა გამოცემა “ბათუმელებმა” სტატიას, რომელსაც თან ახლავს ადამიანთა ხმები. ჩვენი რეპორტაჟის ინსპირაციაც სწორედ ეს სტატია გახდა – თქვენ მოისმენთ შიმშილის, მარტოობის, ბედის ანაბარა დარჩენილი ადამიანების ხმებს. ჩვენი სტუმრები არიან მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა მოხუცები, ადამიანები ჩვენი სახლებიდან ეზოებიდან ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან. ეს ადამიანები დახმარებას ითხოვენ და როგორც წესი, მათი ხმა ხელისუფლებამდე ვერ აღწევს. ბევრ მათგანს გამოჩენისაც ეშინია.

გაჭირვებული ადამიანები რომ მხოლოდ საარჩევნო ხმებისთვის სჭირდებათ, ეს საქართველოს მთავრობებმა არაერთხელ სხვადახვა ქმედებით აჩვენეს. მეტიც,  ადამიანების ხმა თითქოს არცკი ესმით. გაჭირვებული ოჯახებიც კი შეიძლება გახდნენ ბულინგის, შანტაჟის ან მუქარის მსხვერპლნი, თუ ისინი ღიად ილაპარაკებენ, რომ ხელისუფლებამ დაივიწყა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.